x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართული მითოლოგია - ზადენი
ზადენი


ზადენი იყო ღმერთი წარმართი პროტოქართველებისა. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. მე-2 საუკუნის პირველ ნახევარში. წერილობითი ისტორიული წყარო ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. - "ამან ფარნაჯომ მეფემან, უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს (ქცI, 29:1-2).


ზადენი


წარმართულ იბერიასა და კოლხეთში მითრას რწმენის არსებობის შესახებ პირველად ნიკო მარმა აღნიშნა და მან ზადენი მითრად მიიჩნია. ნიკო მარი ამბობს: ზადენი უეჭველად ავესტას იაზატას ან სპარსულ იაზდანს წარმოადგენს, რომელიც კეთილ გენიას ნიშნავს, განსაკუთრებით მითრას და შემდეგ კეთილ ღვთაებასო. ამასთანავე ის ამბობს, რომ ქართულ მატეანეში არმაზის შემდეგ, მეორე ადგილას ზადენ-მითრას კულტი იყო. ასევე მაზდეანურ რწმენაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებაა. მითრა თავის ჰიმნებში მოხსენიებულია, როგორც კეთილი ღვთაება.



ზადენი


ზადენს არმაზთან ერთად თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, მეოთხე საუკუნეში, კავკასიის იბერიაში გაუქმდა ზადენის კულტი. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც, კერძოდ მესხეთში.

საინტერესოა ისიც, რომ ტოპონიმი ზედაზენი არის წარმომდგარი ორი სიტყვის შეერთებით - ზედა ზადენი. ზოგიეთი მკვლევარი ზადენს ასევე უკავშირებს ლუვიურ სანტასს ან ჰიტიტურ სანდონს.


ზადენი


ნიკო მარის და ზემოთ მოყვანილი ამ ორი ვარიანტისგან განსხვავებით, სხვა ვერსიით უხვი მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება ზადენი შესაძლებელია ყოფილიყო მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღვთაების, იუპიტერის მამის, რომაული სატურნის (ბერძნული მითოლოგიის კრონოსის) იბერო-კავკასიური ნაირსახეობა. ამ ორი ღვთაების ერთმანეთთან გაიგივებას არც მათი სახელწოდებების ფონეტიკური მონაცემები უნდა უშლიდეს ხელს.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ზადენი ანუ ზადნენ - აპოლონია: "მეფემამ ფარნაჯომ აღაშენა ციხე ზადენისა და აღმართა კერპი ზადენად წოდებული. ესე არს წვიმისა და ნაყოფთა აღმომცენებელი. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზემოთ დასახელებული არცერთი ვერსია არ შეესაბამებოდეს სიმართლეს და ზადენის კულტი საიდანმე კი არ შემოსულიყო. არამედ წარმოშობილიყო ადგილობრივად.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართული ღმერთის - ზადენის სახელი უწოდეს მეცნიერებმა ჯუჯა პლანეტის ცერესის სამხრეთ ჰემისფეროში მდებარე კრატერს.


პლანეტა ცერესი



ასევე დაგაინტერესებთ:


1) 160 სამეცნიერო სტატია

2) 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3) სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4) ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)

5) 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
901
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
901
  
2019, 1 მარტი, 16:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 თებერვალი, 21:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 თებერვალი, 10:37
მადლობა შაკო :)
2019, 28 თებერვალი, 9:25
Mshvenieria warmatebebi
0 1 4