x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ოჯახური წყვილი უკვე 10 წელია XIX საუკუნეში ცხოვრობს (არანაირი სმარტფონი და მიკროტალღური ღუმელი)
დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს ალბათ ეპოქიდან ეპოქაში გადავიდოდით, ხან რომაულ ტოგს მოვირგებდით, ხან კი კოსმოსურ სკაფანდრს. სარა და გაბრიელ კრისმანები დროის მანქანის გამოგონებას არ დაელოდნენ და წარსულში თავად გაემგზავრნენ. უკვე 10 წელია ისინი XIX საუკუნეში ცხოვრობენ და ზუსტად იმ დროის შესაფერისი ყოფა შექმნეს.

გაეცანით ოჯახური წყვილი, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში ცხოვრობს.


image

სარა და გაბრიელ კრისმანები ისტორიულ დროს უჩვეულო მეთოდით სწავლობენ: ისინი სრულად მე-19 საუკუნეს ჩაუღრმავდნენ, უფრო ზუსტად 1880 – 1890 წლებს. სწორედ ამ დროს მოხდა პროგრესი და ადამიანების ცხოვრებაში მასობრივად გამოჩნდა ელექტრო ნათურა, ტელეფონი და ავტომობილი.



image

წყვილი ყოველთვის „ვინტაჟური დროით“ აღფრთოვანებული იყო და ერთხელ გაბრიელმა სარას დაბადების დღეზე აჩუქა ზუსტად ისეთი კორსეტი, როგორსაც მე-19 საუკუნეში ატარებდნენ.


image

ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონის შტატში, პორტ-ტაუნსენდში 1888 წელს აშენებული ძველი სახლი შეიძინეს. ასე დაიწყო მათი წარსულში თანდათანობითი ჩაძირვა.


image

როცა სახლში გადავიდნენ, სამზარეულოში მაცივარი იყო, მაგრამ სარამ და გაბრიელმა ის ყინულის ყუთით ჩაანაცვლეს. მათ სახლში ელექტროენერგია არის, მაგრამ ისინი ძველებურ ელექტრო ნათურებს იყენებენ, როგორიც ედისონმა გამოიგონა. საღამოობით ისინი ზეთის ნათურებს რთავენ, ცივ დროს კი გაზის და ნავთობის გამათბობლებს იყენებენ.


image

ცოლ-ქმარს მობილური ტელეფონი არ აქვს, სარას კი მართვის მოწმობა. ისინი ყველგან ველოსიპედებით გადაადგილდებიან.


image

წყვილმა სამზარეულოს მოწყობილობებზე, მიკროტალღურ ღუმელზე, სარეცხ და საშრობ მანქანებზე უარი თქვა და ყველაფრის ხელით გაკეთება გადაწყვიტა. დაბადების დღეზე ერთმანეთს ანტიკვარიატებს ჩუქნიან და ტანსაცმელს თავად ორიგინალის მსგავსად კერავენ. სარა ყოველდღე კორსეტს იცვამს, ხოლო გაბრიელის ყველა სათვალე და პენსნე ნამდვილია, მე-19 საუკუნეში გაკეთებული.


image

სარა წელზე ძველებურ შატლენს ატარებს - აქსესუარს ჯაჭვის სახით, რომელზეც სხვადასხვა სასარგებლო ნივთი მაგრდება: მინიატურული რვეული, ქინძისთავები, მაკრატელი, მონეტების ყუთი, ასანთის ყუთი და პინცეტი. სარა ტაშტის და ჩამჩის გამოყენებით ბანაობს, ხოლო თმას 130 წლის მქონე სავარცხლით ივარცხნის.


image

კერძებს ხის ღუმელში ამზადებენ, აგრეთვე ნავთობის ლამპარს, ვაფლის გასაკეთებელს, მექანიკურ ხორცის გასატარებელ მანქანას, კვერცხის ხელის სათქვეფს, სანაყს და ქვასანაყს იყენებენ.


image

რეცეპტები, რა თქმა უნდა, ვიქტორიანულია: სარა მათ მე-19 საუკუნის კულინარიული წიგნიდან ღებულობს. პურს თავად აცხობს. ოჯახი ანტიკვარული ჭურჭლის კოლექციას ფლობს.


image

ანტიკვარულ საწოლს, რომელიც ცოლ-ქმარმა შეიძინა, ლეიბი არ ჰქონდა და სარამ თავად შეკერა და ბუმბულით აავსო.


image

სარა თავისუფალ დროს სეირნობასა და კითხვაში ატარებს. გაბრიელი ძველად არქივარიუსი და ბიბლიოთეკარი იყო (ახლა ველოსიპედების მაღაზიაში მუშაობს), სარა კი მწერალია. წიგნის კითხვა მათი საყვარელი საქმიანობაა და დროდადრო მე-19 საუკუნეში დაწერილი წიგნების და ჟურნალების შესწავლით არიან დაკავებულნი, რომ იმ დროის სულისკვეთება კიდევ უფრო მეტად შეიგრძნონ.


image

გარდა ამისა, ლიტერატურის და ღია ბარათების კოლექცია სარას მუშაობაში ეხმარება. ის წერს წიგნებს: სამეცნიერო პოპულარულს (იმ დროის მოდაზე, მორალსა და ეტიკეტზე) და რომანებს ვიქტორიანულ სტილში. სარას შემოქმედება ეპოქის სულით და მხიარული ფაქტებით არის სავსე. მაგ., წიგნში „ნამდვილი ქალბატონები და ჭეშმარიტი ბატონები“ ის საუბრობს მაქმანებზე, რომლებიც ძალიან ძვირი იყო და დიდ გადასახადებს ექვემდებარებოდა, ამიტომ ქალ კონტრაბანდისტებს ის თეძოებზე შემოხვეული და ფუმფულა კაბებში დამალული საზღვარზე გადმოჰქონდათ.


image

ყოველ დილით, სარა სასტუმრო ოთახში მექანიკურ საათს მართავს და ძველებური კალმით წერს, რომელშიც მელანი პიპეტით ისხმება. მწერალი ამბობს, რომ ვიქტორიანულ სტილში ცხოვრება ეხმარება მის წიგნებს ისტორიული ნამდვილობა მიანიჭოს. მაგ., ყოველდღიურად ძველებური ტანსაცმლის ტარება იძლევა ისეთ დეტალებს, რომლებიც ერთდროულად ძალიან ინტიმური და ძალიან ჩვეულებრივი იყო, რომ მათ შესახებ რაიმე ითქვას.


image

რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყარო საკუთარ წესებს კარნახობს. გამომცემლები ხელნაწერებს არ ღებულობენ, ამიტომ სარა მათ კომპიუტერზე კრეფს და სოციალურ ქსელში გვერდსაც მართავს, სადაც წიგნებსა და ვიქტორიანული ეპოქის შესახებ საინტერესო ფაქტებზე საუბრობს.


image

გარდა ამისა, წყვილი მწერლებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და რადიო წამყვანებს კონსულტანციას უწევენ, ამასთან ლექციებს კითხულობენ, ექსკურსიებს და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავენ.


image

ცოლ-ქმარს ხშირად აკრიტიკიბენ და ამბობენ, რომ მათ ვიქტორიანული ეპოქის მხოლოდ გარე ატრიბუტები აიღეს და ამ სასტიკ ეპოქაში არაფერია მომხიბლავი: ინგლისელი ქალების ფუმფულა კაბების ქსოვილები და ელეგანტური ველოსიპედების საბურავები ბრიტანეთის კოლონიის ღარიბი მაცხოვრებლების მიერ იყო შექმნილი, ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ, ხოლო ათასობით ადამიანი ტიფით და ჭლექით იღუპებოდა. მაგრამ კრისმანებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რომლებიც მათი სითამამით და ცხოვრების სტილით აღფრთოვანებულნი არიან.

სარა და გაბრიელი ამბობენ: „ჩვენი მიზანი არა, რომ წარსული ზუსტად გავაცოცხლოთ - ჩვენ, როგორც სხვა არავინ, ვიცით, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ მსახიობები არ ვართ, ჩვენ სხვა ადამიანებად თავს არ ვასახებთ. ვცდილობთ ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ და ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს. ის, როგორც ვცხოვრობთ არის ნამდვილი თავისუფლების არჩევანი“.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

2. ნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის

3. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

4. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

5. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

6. როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი

7. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

8. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ

9. 20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ

10. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

11. ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
294
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0