x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც "წითელქუდას" ზღაპრის მიღმა იმალება

ჩვენთვის ნაცნობი, თითქმის ყველა ზღაპრის სამშობლო ევროპაა. ზღაპრების ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება, სოფლიდან სოფელში ვრცელდებოდა, თუმცა ამ მოგზაურობაში ჩვენს ზღაპრებს, სხვადასხვა ქვეყნებში ნელ-ნელა ცვლიდნენ. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ მათგანზე, რომელზეც უკვე საუკუნეებია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საუბრობენ. მაშასადამე, გავეცნოთ ჩვენთვის უდანაშაულოთ ცნობილ "წითელქუდას" შოკისმომგვრელ რეალურ ისტორიას.


image





"წითელქუდას" ზღაპარი 1697 წელს ჩარლზ პერალტიმ შეადგინა. მანამდე ზღაპრის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ევროპელებს სურდათ ამ ზღაპრის დასაკუთრება და სახალხო ზღაპრების კრებულში ჩასმა, ამიტომ მისი შეცვლა მოუწიათ, ვინაიდან წითელქუდა სისასტიკის თემატიკა უფრო იყო, ვიდრე საბავშვო.


image





როდესაც ზღაპარი გავრცელდა და მოედო მთელ მსოფლიოს, ეს ამბავი ძმებ გრიმებს არ გამორჩენიათ, მათ პერალტის ზღაპრის ისტორიის შეცვლა მოახერხეს და ზღაპარში ჩასვეს მგლის პერსონაჟი. გრიმებისგან განსხვავებით, ზღაპრის რეალურ ავტორს, პერალტის უფრო საშინელი პერსონაჟები ჰყავდა ზღაპარში წარმოდგენილი.


მაგრამ ხალხს ეს არ მოსწონდა, ისეთი ზღაპრის მომხრე არავინ იყო, სადაც სექსუალურ ძალადობას და სისასტიკეს ჰქონდა ადგილი. გრიმების ხელმეორედ გადამუშავებულ ზღაპარს უფრო კეთილი პერსონაჟები და კარგი დასასრული ჰქონდა, რამაც მომავალში წითელქუდა ბავშვებსაც შეაყვარა.


image





"წითელქუდას" რეალური ისტორია


წითელქუდა ახალგაზრდა გოგონაა, ის სრულწლოვანების ასაკს უახლოვდება და გადაწყვეტს ბებიის მონახულებას. წყაროების თანახმად, წითელი ქუდი მიგვანიშნებს გოგონას მენსტრუაციის პერიოდს.


image


სახლიდან ბებიის მოსანახულებლად გასული გოგონა გზად უღრან ტყეს შეეყრება, სადაც ახალგაზრდებისთვის სიარული აკრძალულია, რადგან ტყეში უამრავი ურჩხული და საშინელი მგელი სახლობს. ზღაპრის თანახმად, გოგონა არ შეშინდება და გზას განაგრძობს, საბედნიეროდ, მას არც ურჩხული და არც მგელი შეხვდება. ბოლოს, შებინდებისას გოგონა ტყიდან გამოსვლას და ბებიის სახლის პოვნას მოახერხებს...



image


სახლში შესვლისას გოგონა შენიშნავს ბებიის ავადმყოფობას. მოკითხვის შემდეგ, ბებია გოგონას ტანსაცმლის გახდას და შემდეგ, ხორცის ჭამას სთხოვს, რომელიც სამზარეულოში ჰქონდა გადანახული. გოგონა ბებიის მითითებებს ზუსტად ასრულებს და უბრუნდება საძინებელს....


"ბებიას" კიდევ ერთი თხოვნა ჰქონდა დარჩენილი: "ახლა გაიხადე და დაწექი ჩემ გვერდით". არც ამ საქციელზე დაეჭვებულა ჩვენი "წითელქუდა"....


image


...როდესაც წითელქუდა დაწვება ბებიის გვერდით, მხოლოდ მაშინ შენიშნავს, რომ ის მგელია. ბოროტ პერსონაჟს "ხარხარი" აუტყდება და გოგონას ეტყვის:


"ის ხორცი, რომელიც რამოდენიმე წუთით ადრე მიირთვი, იყო ბებიაშენის ხორცი, მე უფრო ახალგაზრდა მჭირდებოდა, ამიტომ სავახშმოდ შენ გელოდებოდი." გოგონა ატირდება, თუმცა მისი ცრემლები ამაოა, სხვადასხვა წყაროების თანახმად, მგელი მას ჯერ გააუპატიურებს, შემდეგ კი შეჭამს.


image


ასე სრულდება რეალურად "წითელქუდას" ზღაპარი, რომელიც გრიმებმა შემდეგში სახალხო ზღაპრად გადააკეთეს.


როგორც ხედავთ, ზღაპარს, რომელსაც ბავშვებს ვუყვებით, სინამდვილეში კანიბალიზმთან და სიასტიკესთანაა დაკავშირებული.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი















<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


1. ექიმების დიაგნოზით, ის ვერასოდეს შეძლებდა სრულყოფილად ლაპარაკს, თუმცა... - აუტიზმიანი ჰეილი მოსის ისტორია

2. მოემზადეთ ვნებათაღელვისთვის - ტინტო ბრასის 24 ეროტიკული ფილმი

3. რამდენი დოლარით ფასდება 1 საათიანი მუშაობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

4. მედიცინა შოკშია: რა ამოუვიდა ქალს თავზე?

5. უიშვიათესი მოვლენა - ერაყში ქალმა 7 ტყუპი გააჩინა!

6. რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება

7. "საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ

8. საფეხბურთო სამყაროს 25 ისტორიული დერბი და საინტერესო დეტალები მათ შესახებ!

9. გრეიფრუტი - ეს უნდა იცოდეთ!

10. ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ...აქ მამაკაცების დეფიციტია!

2
2275
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
2275
  
2019, 16 აპრილი, 20:03
კაქი ეთი ლააა :D
2019, 16 აპრილი, 17:34
მარტო ბრმა თარგმნა ხომ არ არის საქმე, ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ) ცოტა გადაამოწმეთ მაინც. ჩარლზ პარალტი კი არა საქვეყნოდ ცნობილი შარლ პეროა. და თავდაპირველი ვერსია ამ ქალბატონებს ეკუთვნის Johanna und Marie Hassenpflug.
0 1 2