ფეხბურთი გური გოგილაშვილი - ილიაუნის ნაკრების კაპიტნის წარმატებული სტარტი 2019, 26 თებერვალი, 18:51 ![]() დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოდან 19 წლის გური გოგილაშვილი სხვადასხვა დაბრკოლებებისა და ვარჯიშის რამდენჯერმე წყვეტის მიუხედავად სპორტს დაუბრუნდა და ფეხბურთში აქტიურად ემზადება. დღეს ის ილიაუნის ფუტსალის ნაკრების კაპიტანია და ამბობს, რომ წარმატებების მისაღწევად შესაძლებლობებს არ დაზოგავს. ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ახალი შანსი სწორედ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მიეცა. შეამჩნიეს, სინჯეს და გაამართლა. ![]() – ფეხბურთი პატარაობიდანვე მომწონდა. აქტიურად თამაში 1 კლასიდანვე დავიწყე და რაიონის სპორტულ გუნდში ვიყავი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს სპორტი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და სწორედ ამიტომ მივყვებოდი. გარკვეულწილად, ალბათ, იმან იმოქმედა, რომ მამაჩემიც თამაშობდა და ამიტომაც შემიყვანეს პირველ ეტაპზე გუნდში. რადგანაც თავად თამაშობდა, სულ უნდოდა, რომ მის შვილსაც ეთამაშა და თუ ვერაფერს მივაღწევდი, ჯანსაღი ცხოვრებით მეცხოვრა. ამიტომაც პირველივე კლასიდან შემიყვანეს ფეხბურთზე და ცეკვაზეც. წლების მანძილზე ანსამბლ „შირაქში“ ვცეკვავდი, საკმაოდ წარმატებული სოლისტი ვიყავი. ძირითადად ჩემზე დიდი ასაკის გუნდებში მიწევდა თამაში და ეს ჩემთვის ცოტა რთული იყო, რადგან სპორტში ადრეულ ასაკში მარტივად შესამჩნევია ასაკობრივი ბარიერი, ესკი ჩემში უფრო მეტ ბრძოლისუნარიანობას იწვევდა. სტიმულს მაძლევდა ისიც, რომ ოჯახის წევრები, მწვრთნელიც და თანაგუნდელებიც გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ. ![]() ![]() – დედოფლისწყაროში რამდენად არის პირობები რომ სპორტსმენი განვითარდეს, მითუმეტეს, თუ დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებს? – ადამიანის სპორტული განვითარებისთვის თავდაუზოგავი შრომის გარდა, სათანადაო ხელშემწყობი პირობებიცაა საჭირო. ჩემი აზრით, თბილისში გადასვლა მაინც აუცილებელია, რადგან იქ სხვა გარემო და ხელშემწყობი პირობებია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეც თბილიში გაგრძელება. ნელნელა ჩვენს რაიონშიც შესაძლებელი ხდება განვითარება. დედოფლისწყაროში საკმაოდ ხარისხიანი მომზადება გავიარე და შევძელი საკმაოდ კარგ ფორმაშიც ვყოფილიყავი. არ ვთვლიდი, რომ ვიყავი საუკეთესო ფორმაში, მაგრამ შრომამ შედეგი გამოიღო. მაინც თბილიში გავაგრძელე ფეხბურთის თამაში, მინდოდა უფრო მაღალ დონეზე გადავსულიყავი. ერთ-ერთ თამაშზე, სადაც 35-ე საფებურთო სკოლას ვეთამაშეთ, მატჩის შემდეგ მომივიდა მოწვევა და დამიბარეს სინჯებზე, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იყო, როცა გავაანლიზე, რომ სხვა ეტაპზე გავდიოდი. 9 სკლასის დამთავრების შემდეგ გადავედი თბილიში და ჩავირიცხე 35-ე საფეხბურთო სკოლაში და იქ განვაგრძე ვარჯიში. თავდაპირველად მე-3 გუნდში მოვხდი. ამ დროს მივხვდი, რომ უფრო მეტი შრომა იყო საჭირო. რადგან დიდი სურვილი მქონდა პირველ გუნდში მეთამაშა. ყოველ დღე დაუღალავად ვვარჯიშობდი და 3 თვეში შევძელი, რომ პირველ გუნდში გადვეყვანე. – თუმცა, წარმატებებთან ერთად, იყო ტრავმებიც... – სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ თამაშზე დავშავდი და საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. ამან ჩემს ფსიქოლოგიაზე საგრძნობლად იმოქმედა, რადგან საუკეთესო ფორმაში ვიყავი და ოპერაციის გამო 6 თვეს ვკარგავდი, ეს კი დამასუსტებდა. მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რადგან სპორტში ტრავმები ხშირია ხოლმე. ტრავმის შემდეგ ისევ განვაგრძე ვვარჯიში და კვლავ შევძელი პირველ გუნდში დაბრუნება. თუმცა, მალევე ისევ დამეწყო ტკივილები და მრავალი ცდის მიუხედავად, მაინვ მომიწია თამაშისთვის თავის დანებება. ამ ეტაპიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სპორტს შევევშვი... ეს ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, მეგონა, ცხოვრების ნაწილს ჩამოვშორდი. როცა უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე, ნაკრებში ვცადე ბედი და კაპიტანი გავხდი, ამან გამომაცოცხლა. დღესაც ისევ აქტიურად ვარ ჩართული ფუტსალში, სადაც ილიაუნის სახელით გამოვდივარ შეჯიბრებზე. კერძოდ, უნივერსიტეტებს შორის და ახლად შექმნილ ფუტსალის ლიგა 2-ში, მიმდინარეობს სისტემატიური ვარჯიში და ვცდილობთ, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ![]() 93 შეფასება არ არის
|