x
შიზოფრენიული აშლილობები

image

შიზოფრენიული აშლილობა ფსიქოპათოლოგიის მწვავე ფორმაა, რომლის დროსაც დეზინტეგრირებულია პიროვნება, დარღვეულია აზროვნება და აღქმა. შიზოფრენია მრავალი ადამიანისთვის ცხოვრებისეული განაჩენია, რომელსაც ისინი განმარტოებულნი და იზოლირებულნი ზიდავენ და იძულებულნი არიან ყველასგან მოშორებით იცხოვრონ. მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენია შედარებით იშვიათია- აშშ-ის მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 0.7%-ს აღენიშნება ცხოვრების რომელიმე ეტაპზე- რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იტანჯება ამ ყველაზე საიდუმლოებით მოცული ფსიქიკური აშლილობით. შიზოფრენიის სამყაროში აზროვნება არალოგიკური ხდება. ხშირად აღინიშნება ჰალუცინაციები, რომელიც წარმოსახვით სენსორულ აღქმებს- ხატებს, სუნებს ან ხშირად, ბგერებს მოიცავს და რომელთაც პაციენტები რეალურად მიიჩნევენ. დამახასიათებელია ბოდვებიც- ცრუ ან ირაციონალური რწმენა, რომელსაც ადგილი აქვს საწინააღმდეგოს ნათლად არსებობის პირობებში. ახასიათებს ემოციების გასადავება, ქრება მათი გარეგანი გამოხატულება. მოსალოდნელია პიროვნებათშორისი ურთიერთობების გაუარესება, რადგან პაციენტი სოციალურად გარიყული ან ემოციურად გულგრილი ხდება. ფსიქოლოგები გამოყოფენ სიპტომების დადებით და უარყოფით კატეგორიებს. შიზოფრენიის მწვავე ანუ აქტიური ფაზის დროს გამოკვეთილია დადებითი სიპტომები- ბოდვები, ჰალუცინაციები, არათანმიმდევრული და დეზორგანიზებული ქცევა, სხვა დროს კი უარყოფითი სიპტომები- სოციალური გარიყულობა და გასადავებული ემოციები. არსებობს შიზოფრენიის ხუთი ყველაზე გავრცელებული ტიპი: დეზორგანიზებული, კატატონიური, პარანოიდული, არადიფერენცირებული და რეზიდუალური. დეზორგანიზებული ტიპის შემთხვევაში ინდივიდს არათანმიმდევრული აზროვნება და მოჭარბებულად უცნაური ქცევა ახასიათებს. ხშირად პიროვნება სულელურად და ბავშვურად იქცევა. მაგალითად მისტერ ფ.ბ. 30 წელს მიტანებული ჰოსპიტალიზირებული ფსიქიკური პაციენტი იყო. როცა მას სახელი ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ცდილობდა მის დავიწყებას, რადგან თავისი სახელის გაგონება ყოველთვის ატირებდა. შემდეგ იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში გულამოსკვნით ტიროდა. როდესაც რაიმე სერიოზულისა და სევდიანის შესახებ ჰკითხეს მან ხითხითი და სიცილი დაიწყო. კატატონიური ტიპის წამყვანი მახასიათებელია მოტორული აქტივობის დარღვევა. ამ აშლილობის მქონე ადამიანები სტუპორში არიან გაყინული. ინდივიდები უმოძრაოდ, ხშირად უცნაურ პოზაში, რჩებიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და/ან სუსტად რეაგირებენ გარემოში მიმდინარე მოვლენებზე. პარანოიდული ტიპის მქონეადამიანებს რთული და სისტემური ბოდვები ახასიათებთ. დევნის ბოდვა- გრძნობენ რომ მათ მუდმივად უთვალთვალებენ. გრანდიოზულობის ბოდვა- ინდივიდებს სჯერათ, რომ მნიშვნელოვანი არსებები არიან. მაგ. მილიონერები. ეჭვიანობის ბოდვა- ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მეგობრები ღალატობენ. არადიფერენცირებული ტიპი- ეს კატეგორია აღწერს პიროვნებას, რომელსაც აღენიშნება გამოკვეთილი ბოდვები, ჰალუცინაციები, დეზორგანიზებული ქცევა. სიპტომთა ამ ნაზავში არ ხდება სხვადასხვა შიზოფრენიული რეაქციების ერთმანეთისგან გამოდიფერენცირება. რეზიდუალური ტიპი- ამ დიაგნოზის მქონე ინდივიდებს განვლილი ეპიზოდები აწუხებთ. ისინი თავისუფალნი არიან ისეთი სიპტომებისგან, როგორიცაა ჰალუცინაციები ან ბოდვები. ამ ტიპის დიაგნოზი შეიძლება მიუთითებდეს, რომ პიროვნების ავადმყოფობა რემისიის ფაზაში შედის ანუ ფარული ხდება.

შიზოფრენიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა- შიზოფრენიის გამოვლენის ალბათობა იმ ინდივიდებთან უფრო მეტია, ვისაც გენეტიკური კავშირი აქვს ამ აშლილობის მქონე ინდივიდებთან. მაგ: როდესაც ორივე მშობელი დაავადებულია შიზოფრენიით, მათ შვილებში ამ აშლილობის გამოვლენის რისკი 46% - ს უდრის. არსებობს მეორე ბიოლოგიური მიდგომა, რომელიც ამ აშლილობის მქონე ინდივიდთა თავის ტვინში არსებული დარღვევებით არის დაკავებული. მაგ: მაგნიტური რეზონანსის პროცედურა იმის საჩვენებლად გამოიყენება, რომ შიზოფრენიის მქონე ინდივიდთა 50%-ზე მეტს გადიდებული აქვს პარკუჭები- თავის ტვინის სტრუქტურები, რომელშიც მიედინება ცერებროსპინალური სითხე. ბიოლოგიური მანიშნებელი შეილება კორელირებდეს დაავადებასთან, მაგრამ არ იწვევდეს მის განვითარებას, თუმცა ამ მანიშნებლებს დიდი ღირებულება აქვთ დიაგნოსტირებისა და კვლევისათვის. შიზოფრენიული დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს, დეპრესიული ფონის არსებობისას იყენებენ ანტიდეპრესანტებსაც. მკურნალობის არარეკომენდირებული მეთოდებიდან ყველაზე გავრცელებულია ელექტროკრუნჩხვითი თერაპია.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0