სიახლეები რამდენი დოლარით ფასდება 1 საათიანი მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში? 2019, 27 თებერვალი, 12:03 როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე ქვეყნებშიც ხელფასი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, ნაგულისხმევ ქვეყნებში თითოეულ საათს ფინანსური განხრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. boredpanda-ს ინფორმაციით, საუკეთესო ხელფასები ავსტრალიის მოქალაქებს აქვთ. წარმოდიგენთ ჩამონათვალს: 1. ავსტრალია (14.15$) - ყველაზე ხელსაყრელი პირობები ავსტრალიელებს აქვთ. ქვეყენაში დაუსაქმებელი ადამიანი თითქმის არ არსებობს და მათი საშუალო ხელფასი საათში 14.15 დოლარია. 2. ლუქსემბურგი (14. 14 $) - ავსტრალიას მხოლოდ 1 ცენტით ჩამორჩება ლუქსებმურგი. ამ ევროპის პატარა ქვეყანაში, დასაქმება რთულია, მაგრამ თუ მოახერხებთ ეს აუცილებლად დაგიფასდებათ! 3. ახალი ზელანდია (12. 25$) - ოკეანეთის ქვეყანაში ძირითადად ავსტრალიელები და ახალი ზელანდიელები არიან დასაქმებულები. 1 საათში საშუალო ხელფასიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. 4. საფრანგეთი (11. 85$) - ერთ-ერთი ყველა ცნობილი ქვეყანა ევროპაში. საფრანგეთში 1 საათით მუშაობა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. საშუალო მაჩვენებელი 12 დოლარამდეა. 5. გერმანია (10. 85 $) - კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვიმოგზაუროთ, თუმცა დასაქმება გერმანიაშიც რთული საქმეა. 6. დიდი ბრიტანეთი (10. 45$) - გასულ წელს დიდი ბრიტანეთი საუკეთესო მაჩვენებლით "15.75" ლიდერობდა, თუმცა ახალი კვლევების თანახმად, ქვეყანაში ხელფასები შემცირდა. მაგრამ მსოფლიო ათეულში საპატიო ადგილს კვლავ იკავებს. 7. კანადა (10. 14$) - აი რატომ არის ყველას ოცნება კანადაში დასაქმება. კანადა იწვევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხალხს დასაქმებისთვის, თუმცა მოგზაურობის ხარჯი იმდენად ძვირი ჯდება, რომ ერთეულები თუ ახერხებენ ამას. 8. იაპონია (7.91 $) - იაპოანიაში მინიმალური ხელფასი საათში 7.91 დოლარია. შორეულ აღმოსავლეთის ქვეყანაში სამწუხაროდ მოგზაუობა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კანადაში. 9. სამხრეთ კორეა (7. 59$) - სამხრეთ კორეაში ტექნოლოგიების განვითარებამ პიკს მიაღწია. წინ წელთან განსხვავებით, წელს საუკეთესო ათეულში ვხედავთ. მინიმალური ხელფასი მხოლოდ ერთ საათში 8 დოლარამდეა. 10. აშშ (7. 25$) - ყველა შტატში განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა მინიმალური საშუალო მაჩვენებელი საათში 7 დოლარი და 25 ცენტია. 11. ესპანეთი (6.44 $) - წინა წელთან განსხვავებით, ესპანეთი ამჯერად ათეულის მიღმა დარჩა. ქვეყენაში როგორც ჩანს ხელფასებმა იკლო, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობამ 86% -ს გადააჭარბა. სხვა ქვეყნები: საბერძნეთი (4$) - საბერძნეთში საშუალო მინიმალური ხელფასი, საათში 4 დოლარია. როგორც ცნობილია, ეს საშუალო მინიმალური მხოლოდ ბერძნებისთვისაა განკუთვნილი. თურქეთი (2.72 $) - თურქეთშიც მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა განკუთვნილი საშუალო მინიმალური 1 საათში - 2.72 დოლარი. ბრაზილია (1. 24 $) - მთავრობის ცვლილებასთათ ერთად, ქვეყანა ეკონომიკურად განვითAრების პროცესშია. საშუალო მინიმალური ხელფასი საათში 1 დოლარს აღემატება. რუსეთი (1.04$) - რუსეთში მინიმალური ხელფასი საათში 1 დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ტოპ 30-შიც არ არის. ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოშიც ძალიან ბევრი მოქალაქე უმუშევრობის გამო დაბრუნდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>მედიცინა შოკში: რა ამოუვიდა ქალს თავზე? საფეხბურთო სამყაროს 25 ისტორიული დერბი და საინტერესო დეტალები მათ შესახებ! ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი "საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა? 1199 7-ს მოსწონს
|