x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის
მაროკო ევროპიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ ცხოვრება სრულად განსხვავებულია. ის არა მხოლოდ ყველაზე გემრიელი მანდარინების, არამედ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, არქიტექტურული შედევრების და არაჩვეულებრივი პეიზაჟების სამშობლოა.

image

გთავაზობთ 13 გასაოცარ ფაქტს ქვეყნის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს.


1.მაროკოში მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მდებარეობს

image

მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 859 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილმა, ფატიმა ალ-ფიჰრიმ დაარსა. ევროპული ტრადიციებისგან განსხვავებით, უძველესი არაბული უნივერსიტეტები დაწესებულების სახელით დიპლომებს არ გასცემდნენ: აქცენტი ინდივიდუალური მენტორების სწავლებაზე კეთდებოდა. მხოლოდ 1947 წელს ალ-კარაუინი გახდა „უნივერსიტეტი“ ამ სიტყვის ევროპული გაგებით.


2.აფრიკაში თოვლი მოდის

image


ზამთარში მაროკოში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ. ატლასის მთებს შორის მარაქეშიდან 75 კმ-ში მდებარეობს სათხილამურო კურორტი უკაიმედენი. თოვლი აქ დეკემბრიდან აპრილის დასაწყისამდე გრძელდება.


3.მაროკოში ბევრი პოპულარული ფილმის და სერიალის გადაღება ხდება

image

ადგილობრივი ლამაზი პეიზაჟებით ცნობილი რეჟისორები გულგრილი ვერ დარჩნენ. 60-იანი წლებიდან და ფილმ „ლოურენს არაბიდან“ დაწყებული ყოველწლიურად აქ ასობით კინოსურათს იღებენ. 1983 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კინოსტუდია „ატლასი“ დაარსდა. სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი ფილმები „გლადიატორი“, „ალექსანდრე“, „სპექტრი: აგენტი 007“ და საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“.


4.აქ პურის გადაგდება არ შეიძლება

image

მაროკოელები ბევრ პურს მოიხმარენ და მას ყველა ოჯახში დიდი პატივისცემით ეპყრობიან. შეუჭმელი პურის ნარჩენებს ცხოველების საჭმელად იყენებენ. ძველი პურის გაცვლა შესაძლებელია, მაგ., სახლის გამწმენდ საშუალებებში.


5.ონკანში ცხელი წყლის გადაღვრა აკრძალულია

image

ეს აკრძალვა მილების კონსტრუქციას არ ეხება. მაროკოში მიაჩნიათ, რომ ჯინები ცხოვრობენ წყალთან ახლოს მდებარე ადგილებში: საზოგადოებრივი აბანოები, სანიაღვრეები, ჭურვები, და ა.შ. არსებობს მოსაზრება, რომ ონკანში ცხელი წყლის ჩაღვრით ჯინს გააბრაზებთ, აუცილებელად ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ.


6.მაროკო ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ

image

გიბრალტარის სრუტე მაროკოს ევროპისგან მხოლოდ 16 კმ-ით აშორებს. მაროკოს სანაპიროზე ყოფნით შესაძლებელია ესპანეთის ქუჩებში მანქანების გადაადგილებას უყუროთ. ხოლო ორი ესპანური ანკლავი, სეუტა და მელილია თავად სამეფოს ტერიტორიაზეა განთავსებული. ასე რომ შესაძლებელია ევროპაში მოხვდეთ ისე, რომ მაროკო არ დატოვოთ.


7.ახლა მაროკოში 2969 წელია

image

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბერბერებია და მათთან ახლა 2967 წელია. თუმცა თავად სამეფო ოფიციალურად მთელი პლანეტის აღიარებულ საერთო კალენდარს იყენებს. 2011 წელს მაროკოში ბერბერული ენა არაბულთან ერთად სახელმწიფო ენა გახდა.


8.აქ ხორცზე უარის თქმა არ შეიძლება

image

მაროკოში ხორცი, როგორც ჩაი, სტუმარსა და მასპინძლის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხორცს უარის თქმა დიდ შეურაცხყოფად ითვლება. ასევე მარცხენა ხელით ჭამა არ ღირს, რადგან მარცხენა ხელი „უწმინდურად“ ითვლება. მხოლოდ მარჯვენა ხელით უნდა მიირთვათ, მხოლოდ ცერა, საჩვენებელი და შუა თითი გამოიყენეთ.


9.ღვიძლი გულის ნაცვლად

image

მაროკოში სიყვარულის სიმბოლოს არა გული, არამედ ღვიძლი ითვლება. აქ თვლიან, რომ ჯანსაღი ღვიძლი საჭმლის მონელების პროცესს და კეთილდღეობას ხელს უწყობს. ფრაზა „თქვენი ჩემი ღვიძლი დაიპყარით“ სიყვარულში გამოტყდომას ნიშნავს.


10.ხე, რომელიც Rolls-Royce-ის ნაწილისთვის გამოიყენება, მხოლოდ მაროკოში იზრდება

image

მოწითალო-ყავისფერი მაროკოს ტუია მხოლოდ ატლასის მთებში იზრდება. ეს იშვიათი და ძალიან ლამაზი ხე Rolls-Royce-ის, Mercedes-ის და BMW-ს პანელების დასამზადებლად გამოიყენება.


11.გაზის და ნავთობის დეპოზიტების არ არსებობა

image

გაზისა და ნავთობის დეპოზიტების არ არსებობის გამო ალტერნატიული წყაროების აქტიური გამოყენება მიმდინარეობს. მეფე მუჰამედ VI მზის ენერგიის მსოფლიოში ყველაზე დიდი სადგური გახსნა. სადგური სრულად ფუნქციონირებას 2020 წლისთვის დაიწყებს. მზის ენერგიის სადგური საჰარას უდაბნოშია განთავსებული.


12.მაროკოში არის ქალაქი, რომელიც ლურჯი ფერითაა შეღებილი

image

შეფშაუნი გახდა ადგილი, სადაც ებრაულმა საზოგადოებამ დევნისგან თავშესაფარი იპოვეს. სწორედ მათ გადაღებეს შენობები ლურჯ (წმინდა) ფერში. თანამედროვე მაროკოელები ქალაქის შეღებვას სერიოზულად უდგებიან - ლურჯ ფერში იღებება ტროტუარები, სკამები, ღობეები და ა.შ.


13.სახლში ნივთებით აღფრთოვანება არ გამოხატოთ

image

თუ სტუმრად მიგიწვიეს და სახლში რაიმე ნივთი მოგეწონათ, სჯობს აღფრთოვანებისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ამ ნივთის სახლში წაღებას გთხოვენ. ეს გათვალვის შიშია: ითვლება, რომ სახლში არ უნდა ქონდეთ ნივთები, რომლებმაც შეიძლება შური გამოიწვიოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი

2. როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი

3. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

4. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

5. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

6. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

7. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

8. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ

9. 20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ

10. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2424
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0