x
image
Teklamaisuraze
როგორ მოვამზადოთ გოგრის კრემ - სუფი
ქირურგი, ბ. კობა სახეჩიძე გვასწავლის როგორ მოვამზადოთ გოგრის კრემ სუფი.

image

image

ვინც ემზადება საგაზაფხულოდ და დიეტას იცავს. შემოგთავაზებთ გოგრისგან დამზადებულ დიეტურ კერძს.


image

ავიღოთ გოგრა 1 კილო .დავჭრათ კუბიკებად. მოვათავსოთ ქვაბში, გავთალოთ სტაფილო და გოგრასთან ერთად უნდა მოვხარშოთ . წყალი იმდენი უნდა დავასხათ, რომ მასა მთლიანად დაიფაროს.

image

ავიღოთ ხახვი და ნიორი, გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ. ცალკე პატარა ტაფაში მოვთუშავთ. ან კარაქში ან ზეთში. მოხარშული გოგრა ამოვიღოთ ჯამში და მოვასხათ მოშუშული ხახვი და ნიორი .

imageimage

დავაყაროთ გემოვნებით მარილი და წიწაკა. ამ ყველაფერს დავაბლენდერებთ კარგად.

image

ამოვიღოთ ულუფა მათლაფაზე, ზედ მოსართავად მოვაყრით გოგრის თესლს, კამას, ასევე სუხარი.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0