სხვა 2012 წლის ყველაზე გლამურული პატარების ტოპ 10 2012, 16 ივლისი, 15:08 ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა „My1stYears“-მა, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთებს ქმნის, გადაწყვიტა ყველაზე მოდური პატარების სია შეედგინა. ამ სიაში მოხვედრილია 2012 წლის ყველაზე გლამურული პატარების ტოპ 10.
1. პირველი ადგილი ჰარპერ სევენს ერგო, დედამისმა – ვიქტორია ბექჰემმა გადაწყვიტა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე გლამურული ცხოვრებისთვის შეეჩვია. ამიტომ ჰარპერი დედასთან ერთად, გლამურული წვეულებების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბავშვი ხუთი თვისაა, რაც საერთოდ არ უშლის ვიქტორიას ხელს ყველაზე გავლენიანი და ძვირადღირებული დიზაინერების სამოსი ჩააცვას. 2. ყველაზე მოდური ბავშვების რეიტინგში მეორე ადგილი მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენის შვილმა, ჰოლი როუზმა დაიკავა. პატარა მოდური გოგონა ყოველთვის არაჩვეულრბივად გამოიყურება და საბავშვო ბრენდების უკანასკნელი კოლექციების სამოსშია გამოწყობილი. 3. მესამე ადგილი კი ბიონსესა და ჯეი-ზის ქალშვილს, ბლუ აივის ერგო. ცნობილმა მომღერალმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ბლუ აივის სახელწოდებით ტანსაცმლის ახალი სავაჭრო მარკა შეექმნათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გოგონა მთელი ცხოვრება გლამურული იქნება და მალე 1 ადგილსაც დაიკავებს გლამურული ბავშვების სიაში. 4. საპატიო მეოთხე ადგილი ერგო ირლანდიელი მომღერლის, ჯგუფ "The Saturdays" ვოკალისტის უნა ჰილის ქალიშვილს. მიუხედავად რთულად გამოსათქმელი სახელსა, პატარა აოიფი ბავშვობიდანვე იწვევს მოდური კრიტიკების აღფრთოვანებას. 5. პირველი ჯენტლიმენი მოდურ რეიტინგში გახდა პოპულარული ტელეწამყვანის, ფოტომოდელის და მსახიობის - კორტნი კარდაშიანის ვაჟი მეისონი, რომელსაც რიგით მეხუთე ადგილი ერგო. მას ახლახანს პატარა და შეეძინა და სავარაუდოდ ძალიან მალე ისიც მიიღებს მონაწილეობას მსგავს კონკურსებში. 6. მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა სური კრუზი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით. 7. მეშვიდე ადგილი ტელეწამყვანის, პიჩეტ გელდოფის ვაჟს ერგო. 8. მოდელმა და ტელევარსკვლავმა მაილინ კლასსმა შეძლო ჩმაოეყალიბებინა თავისი ქალიშვილისთვის დახვეწილი გემოვნება. პატარა ავე არის რეიტინგის მიხედვით მერვე. 9. მოდური ბავშვების სიაში რიგირთ მეცხრე გახდა მომღერალი დენი მინოუგის ვაჟი იტანი, ცნობილი ქაილი მონოუგის დისშვილი. 10. მეათე ადგილას კი აღმოჩნდა ცნობილი ფეხბურთელის უეინ რუნის ვაჟი - კაი. 349 3-ს მოსწონს
|