x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135790
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
2012 წლის ყველაზე გლამურული პატარების ტოპ 10
ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა „My1stYears“-მა, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთებს ქმნის, გადაწყვიტა ყველაზე მოდური პატარების სია შეედგინა. ამ სიაში მოხვედრილია 2012 წლის ყველაზე გლამურული პატარების ტოპ 10.


1. imageპირველი ადგილი ჰარპერ სევენს ერგო, დედამისმა – ვიქტორია ბექჰემმა გადაწყვიტა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე გლამურული ცხოვრებისთვის შეეჩვია. ამიტომ ჰარპერი დედასთან ერთად, გლამურული წვეულებების განუყოფელი ნაწილი
გახდა. ბავშვი ხუთი თვისაა, რაც საერთოდ არ უშლის ვიქტორიას ხელს ყველაზე გავლენიანი და ძვირადღირებული დიზაინერების სამოსი ჩააცვას.


2. imageყველაზე მოდური ბავშვების
რეიტინგში მეორე ადგილი მსახიობ და ტელეწამყვან ამანდა ჰოლდენის შვილმა, ჰოლი როუზმა
დაიკავა. პატარა მოდური გოგონა ყოველთვის არაჩვეულრბივად გამოიყურება და საბავშვო ბრენდების უკანასკნელი კოლექციების სამოსშია გამოწყობილი.









3. image მესამე ადგილი კი ბიონსესა და ჯეი-ზის ქალშვილს, ბლუ აივის ერგო. ცნობილმა მომღერალმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ბლუ აივის სახელწოდებით ტანსაცმლის ახალი სავაჭრო მარკა შეექმნათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გოგონა მთელი ცხოვრება გლამურული იქნება და მალე 1 ადგილსაც დაიკავებს გლამურული ბავშვების სიაში.


4. image საპატიო მეოთხე ადგილი ერგო ირლანდიელი მომღერლის, ჯგუფ "The Saturdays" ვოკალისტის უნა ჰილის ქალიშვილს. მიუხედავად რთულად გამოსათქმელი სახელსა, პატარა აოიფი ბავშვობიდანვე იწვევს მოდური კრიტიკების აღფრთოვანებას.


5. imageპირველი ჯენტლიმენი მოდურ რეიტინგში გახდა პოპულარული ტელეწამყვანის, ფოტომოდელის და მსახიობის - კორტნი კარდაშიანის ვაჟი მეისონი, რომელსაც რიგით მეხუთე ადგილი ერგო. მას ახლახანს პატარა და შეეძინა და სავარაუდოდ ძალიან მალე ისიც მიიღებს მონაწილეობას მსგავს კონკურსებში.
6. imageმეექვსე ადგილის მფლობელი გახდა სური კრუზი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით.


7. imageმეშვიდე ადგილი ტელეწამყვანის, პიჩეტ გელდოფის ვაჟს ერგო.

8. imageმოდელმა და ტელევარსკვლავმა მაილინ კლასსმა შეძლო ჩმაოეყალიბებინა თავისი ქალიშვილისთვის დახვეწილი გემოვნება. პატარა ავე არის რეიტინგის მიხედვით მერვე.



9. imageმოდური ბავშვების სიაში რიგირთ მეცხრე გახდა მომღერალი დენი მინოუგის ვაჟი იტანი, ცნობილი ქაილი მონოუგის დისშვილი.




10. imageმეათე ადგილას კი აღმოჩნდა ცნობილი ფეხბურთელის უეინ რუნის ვაჟი - კაი.


1
349
3-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
349
  
2012, 21 აგვისტო, 10:47
პატარებს რაღას ერჩია
0 1 1