x
image
თორ ნიკე
რას წერდა ნოდარ დუმბაძე დედაზე
"დედა" - ავტ. დათო ჯამრიშვილი


"დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, რომ ღმერთი არ არის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია. ამაშია მთელი უბედურება. ამიტომ არ სწამთ ღმერთის.

ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა, ამაშია საქმე. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება - ღმერთი ვარო.

პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის.. სცივა, სწყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის - მაშინ უნდა იწამო.


აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გიჩვენა, კედელთა მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა : ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ასეთ ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს."


ნოდარ დუმბაძე





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)


4. ქართული მითოლოგია - ლამარია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
298
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
298
  
2021, 31 მარტი, 21:00
ამდენი სისულელე ერთ კაცს ეთქვას, ერთობ იშვიათია, თუმცა არა დუმბაზისთვის.
2021, 26 იანვარი, 7:51
"შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი სხვაგან რომ იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი ჩვენში რომ არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს!"

ნოდარ დუმბაძე - "მზიანი ღამე"
2021, 26 იანვარი, 7:50
Great Georgian writer Nodar Dumbadze about the God
"so you think there is no God? Who do you think he is? man in white beards and when he washes his face, rain comes on earth? God is so clear, so close, quite and simple, that when you see it, You don't know, that it's God, that's the reason why people does not believe in him.
If God were elsewhere, far away from us, separately and above, if God were not in us, then everyone would believe, that is the point. God should be believed, when he does not have the face of God, when he does not look like God, when he does not tell you - "I am God!"
If she gives you bread, if she makes your dinner, if she gives you clothes, if she covers your head in the winter, smiles and hugs you, kisses and cries for your sake, if she is cold, thirsty, hungry with you, gives her soul for your sake - then you must believe in her, you must believe in God.
Well, if God showed you his face, if he does not give you a chance of denial, if he spoke to you directly, and said to you: I am God, believe in me! then why does such a God want your faith, why would your faith be Appreciated? Every sane person would believe in such a God. "you should believe in God, when he looks like you, when he looks like me, when he looks like your Mother...."
Nodar Dumbadze
Translator: Tornike Pkhaladze
0 1 3