მოვლენები ყველა დროის ყველაზე უცნაური და სულელური კაბები "ოსკარის" ცერემონიალიდან 2019, 23 თებერვალი, 11:30 24 თებერვალს ლოს-ანჯელესში "დოლბის" თეატრში შედგება ამერიკის კონოაკადემიის "ოსკარის" დაჯილდოების 91-ე ცერემონიალი, ნომინანტები ამა წლის 22 იანვარს დასახელდა, ამ დღისთვის ჰოლივუდელი დივები საგანგებოდ ემზადებიან, თუ რა სამოსელში წარდგებიან ათასობით დამწრეთა და ასეულობით ფოტორეპორტირების წინ, რომ შემდგომ თვეობით ან უფრო მეტი ხნის ილაპარაკონ მასზე, თუმცა ხშირად ხდება პირიქით, ვარსკვლავები ირჩევენ ცნობილ დიზაინერთა ისეთ სამოსს, რომელსაც შესაძლოა სულელური ან უცნაურიც უწოდო და სწორედ ასეთი კაბებით ამახსოვრდებათ მილიონობით თაყვანისმცემლებს ისინი.
მოდით გავიხსენოთ ყველაზე უცნაური და სულელური კაბები "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალიდან. ბარბრა სტრეიზანდი(1969 წელი) თუ თანამედროვე მსახიობებს ჰგონიათ, რომ რევულუცია მოახდინეს გამჭვირვალე კაბებით მწარედ სცდებიან, ბარბრა სტრეიზანდის გამჭვირვალე კაბა უკნიდან განსაკუთრებულად ეფექტური იყო. შერი(1986) ასე გამოცხადდა შერილინ სარქისიანი "ოსკარის" დაჯილდოებაზე, გეგონებათ მუცლის ცეკვა უნდა შეასრულოსო, თან თავზე ბუმბულებით გაწყობილი ქუდი ეხურა, რომელცი ზღარბს მოგვაგონებდა. გვინეტ პელტროუ(2002)-რა თქმა უნდა ყურადღება მიიქცია მსახიობმა, ჯერ იყო და ლიფის ჩაცმა "დაავიწყდა" და ამის ხაზგასასმელად ზედ გამჭვირვალე კოფთაც გადაიცვა. დემი მური(1989)-ეს ახლა მალავენ ვარსკვლავები შიგნიდან ჩაცმულ ბანდაჟებს, დემი მურმა კი ამაყად გამოფინა ბანდაჟი, მით უმეტეს როგორც გაირკვა ამ სამოსის დიზაინი თავად მსახიობმა შეიმუშავა. კიმ ბესინჯერი(1990)-ეს ატლასის კაბა(თუ ფარდაა) კიმმა თავად დაამზადა "ცხრა ნახევარი კვირის" გმირმა ესეც არ იკმარა და რუსულად წააწერა "სიყვარული" ბიორკი(2001)-ისლანდიელი მომღერლის კაბა, ზედ გადაკიდებული მკვდარი გედით, რომლის დიზაინიც ეკუთვნის Marjan Pejoski-ს სამუდამოდ შევიდა ყველაზე იდიოტური სამოსელების სიაში. უმა ტურმანი(2004)-მსახიობმა ფრანგი დიზაინერის Christian Lacroix-ის კაბა შეარჩია და დაცინვის საგანიც გახდა, ვიღაცა გონებამახვილმა"მის შვეიცარია" შეარქვა, მართლაც, მისი კაბა გერმანო-შვეიცარულ ხალხურ სამოსს გვაგონებს "ოქტობერფესტის" ლუდის ფესტივალიდან. კამერუნ დიასი(2002)-ამ დროისთვის კამერუნი უკვე სუპერვარსკვლავი იყო, ცნობილი ფილმებით:"ნიღაბი", "ჩარლის ანგელოზები" და "ნიუ-იორკის ბანდები", ალბათ "ოსკარისთვის"რაიმე თვალისმომჭრელი კაბა უნდა შეერჩია, მსახიობმა მართლაც შეარჩია "თვალისმომჭრელი" კაბა, რომელიც ბოშას სამოსს გვაგონებს წელზე აჩონჩხილი ატრიბუტებით და ხელზე ფირუზის მძივებით. ლედი გაგა(2015)-აქ უკვე დაცინვის საგანი გახდა მომღერლის ხელთათმანები, რომელიც რეზინის ჰიგიენურ ხელთათმანებს გვაგონებს, შედეგმაც არ დააყოვნა, ჯერ "ოსკარის" დაჯილდოება დამთავრებულიც არ იყო, რომ ინტერნეტში გამოჩნდა მემი, სადაც ლედი გაგა "რეზინის ხელთათმანებით" უნიტაზს ხეხავს. ენი კლარკი(2018)-ძნელი სათქმელია ამერიკელმა მომღერალმა რატომ აირჩია საკმაოდ უცნაური სამოსი, რომელიც რასაც მოგაგონებთ დიდი წარმოდგენა და ფანტაზია არ სჭირდება. ასევე დაგაინტერესებთკოსტიუმი - აო დაი (ან აო ზაი)ვიეტნამის სიამაყეა, რომელიც ქალის სინაზეს, სინატიფეს და გრაციოზულობას უსვამს ხაზს. მისი წარმოშობის ისტორია ბოლომდე დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, უძველეს ნკოლგუს ბრინჯაოს დაფდაფებზე ნახატების მიხედვით აო დაის ამზადებდნენ ცხოველების ტყავისგან და ფრინველთა ბუმბულისგან დები ჩინგების დინასტიის დროს(ჩ.წ.-ით 38-42 წლები), რომელიც შედგებოდ... როცა ვუყურებთ ფილმს, რა თქმა უნდა, უპირველესია ჩახლართული თუ მძაფრად განვითარებული სიუჟეტი, მაგრამ მაყურებლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მსახიობების ოსტატობა, მათი გარეგნობა, ფილმის ატმოსფერო, დეკორაციები, ინტერიერები და კოსტიუმები! ზოგჯერ ისინი ფილმის ისტორიაზე მეტად წარმატებული და დასამახსოვრებელია. წარმოგიდგენთ მსოფლიო კინომატოგრაფიის 5 სა... 1)ყველა ქალს სურს, რომ ფრჩხილის ლაქი მალე გაშრეს, მით უმეტეს თუ გეჩქარებათ, აი მარტივი რჩევა: ჩაყავით შეღებილი ფრჩხილები ცივ წყალში და სულ რაღაც სამიოდე წუთში ლაქი გაშრება. 2)სავარცხელს თუ საყვარელ სუნამოს შეასხურებთ და შემდეგ თმას დაივარცხნით, თმაზე არომატი მთელი დღე გაგყვებათ. 3)აღმოჩნდა, რომ გატეხილი პომადა შეგიძლ... თითქმის 45 წლის წინ სომხური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი შერი(შერლინ სარქისიანი)ერთ-ერთ ღონიძიებაზე ელეგანტური, არაორდინალური კაბით წარსდგა საზოგადოების წინაშე, არა და რამდენიმე კვირის წინ ანალოგიური კაბა იხილეს მეორე სომხური წარმოშობის კიდევ ერთ ვარსკვლავზე, - კიმ კარდაშიანზე.მოდელი ამ კაბით ლას- ქვის ხანაში, გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანებისთის ასეთი ფორმულა არსებობდა:"ქალი უნდა იყოს სავსე, მაძღარი", ამიტომ იმ ეპოქაში "ლამაზმანები" კარგად გამოკვებილები იყვნენ და მასიური წელი და ბარძაყები ჰქონდათ. ***ძველ ეგვიპტეში ქალის იდეალურ სილამაზედ ითვლებოდა პროპორციული ტანი, მსხვილი ტუჩები და დიდი ბრიალა თვალები, განსაკუთრებით თუ ქალ... 1) კევინ ბელოტი-დაიბადა ფილიპინებში, ბავშვობიდან ოცნებობდა სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე და გამარჯვებაზე, მაგრამ რადგან ბიჭად დაიბადა ეს შეუძლებელი იყო. შემდეგ იყო გარეგნობის შეცვლა და ტაილანდში ტრანსგენდერთა კონკურსში მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა კიდეც. 2)კლაუდია ჩერიეზი-როცა მის ფოტოებს დახედავთ ძნელია 450 5-ს მოსწონს
|