x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა"-ილია მეორე ახალგაზრდა სტიქაროსანს გამოემშვიდობა
image
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში მთავარ სტიქაროსანს, 23 წლის ლევან ბორტიშვილს გამოემშვიდობა.


"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს. ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ. დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის, "- განაცხადა ილია მეორემ.

image

ლევან ბორტიშვილი 17 თებერვალს გარდაიცვალა. ახალგაზრდა სტიქაროსანს კუჭის წყლულოვანი დაავადება გაურთულდა და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


image

0
123
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0