x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა!

ბავშვის სწორად აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. ზოგიერთ ქვეყანაში, ბავშვის აღზრდისთვის დიდი თანხა იხარჯება. რატომ? ამ კითხვაზე დანიის მოქალაქე გვპასუხობს: "ბავშვებს ესაჭიროებათ ყურადღება, სითბო, სიყვარული და თბილი გარემო."


მეიკ ვიკინგი ასევე ბედნიერების ინსტიტუტის გენერალური დირექტორია. მან თავის ჯგუფთან ერთად ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა მთელ მსოფლიოში, რათა დაედგინა, თუ რომელი ქვეყანა იყო ყველაზე იდეალური ბავშვის აღსაზრდელად. ვიკინგმა თითოეული ქვეყნის შესაფასებლად 8 კრიტერიუმი გამოიყენა. ესენია: ადამიანის უფლებების ინდექსი, მეგობრული ოჯახის ინდექსი, გენდერული თანასწორობა, მხიარულება, თანაბარი შემოსავალი, ნაკლებად სახიფათო, განვითარებული განათლების სისტემა და განვითარებული ჯანდაცვის სისტემა.


image



კვლევის შედეგად გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე იდეალური ქვეყანა, სადაც ბავშვის აღზრდა ყველაზე ხელსაყრელ პირობებშია შესაძლებელი. ფართომასშტაბიანი კვლევის გამარჯვებული შვედეთი გახდა. მეორე პოზიციაზე დანიას ვხედავთ, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციებს ნორვეგია და კანადა ინაწილებენ, წარმოგიდგენთ ცხრილს:


1. შვედეთი

2. დანია

3. ნორვეგია


4. კანადა

5. ფინეთი

6. ჰოლანდია

7. შვეიცარია

8. ავსტრალია

9. ახალი ზელანდია

10. ბელგია

11. ირლანდია

12. დიდი ბრიტანეთი

13. გერმანია

14. ლუქსემბურგი

15. საფრანგეთი

16. ესპანეთი

17. იტალია

18. პორტუგალია

19. იაპონია

20. აშშ

21. საბერძნეთი

22. პოლონეთი

23. სინგაპური

24. ჩეხეთი

25. ხორვატია

26. უნგრეთი

27. ბრაზილია

28. სამხრეთ კორეა

29. ლატვია

30. არგენტინა


image



ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა - შვედეთი


2019 წლის მონაცემებით, შვედეთმა გაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა:ფინეთი, დანია, ნორვეგია და კანადა. ამგვარად, შვედეთი დღესდღეობით, ბავშვის აღსაზრდელად ყველაზე იდეალური ქვეყანაა. შვედებმა ყველა კრიტერიუმი მაღალი შეფასებით დააკმაყოფილეს. ამ სკანდინავიურ სამეფოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის აღზრდის პროცესებს. განათლების და ჯანდაცვის სისტემაც უმაღლეს დონეზეა განვითარებული.


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


გრეიფრუტი - ეს უნდა იცოდეთ!

image


"საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ

image


რას ჰქვიან თავისუფლება? - ვაჟა ფშაველა

image


22 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან

image


"ტაივანჩიკის" პასუხი ვლადიმერ პუტინს...

image




0
384
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0