სხვა ამერიკულმა კვების კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის მთავარ კერძად დაასახელა 2019, 20 თებერვალი, 19:48 ამერიკული რესტორნების ქსელმა და კვების სფეროში საკონსულტაციო კომპანიამ Af&Co აჭარული ხაჭაპური 2019 წლის მთავარ და გამორჩეულ კერძად დაასახელა. ხაჭაპური ერთ-ერთი ლიდერი კერძია ''ინსტაგრამზეც''.
Af&Co ვიზიტორებს აცნობს აჭარული კერძის მომზადების ტრადიციულ ვარიანტებს და მირთმევის სპეციფიკურ წესებს. ამ ფაქტმა საქართველოსა და მისი გამორჩეული სამზარეულოს უნიკალურობა მსოფლიოს საზოგადოების ფართო სპექტრისთვის გახადა ხილვადი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აჭარული ხაჭაპური, რომელსაც უცხოეთში ''ყველიან პურად'' მოიხსენიებენ, 100 საუკეთესო კერძს შორის შეიტანეს.
„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, - Tasteatlas
38 შეფასება არ არის
|