x
image
თორ ნიკე
სპარსელთა ოთხთვიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ
image


"დადგა 467 წელი, სპარსელები საქართველოსკენ მოისწრაფოდნენ, ურიცხვ მხედრობას წინ მოუძღოდა ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი. მოადგნენ მცხეთის კარებს - ტფილისის ხევს და ააოხრეს სოფელი ტფილისი. მტკვრის მარცხენა მხარე ერანელებით აივსო. მოპირდაპირედ, მტკვრის მარჯვენა მხარეს ქართველთა ლაშქარი იდგა საომრად გამზადებული. რიცხვით სამჯერ მეტნი იყვნენ სპარსელნი, მაგრამ ქართველნი ქართულ მიწაზე იდგნენ. ხოლო წინ ედგათ ხელმწიფე და მხედართმთავარი, დიდხელოვანი მტერთა ძლევისა, გმირი, რომელმაც ჯერ არ იცოდა სიმძიმილი დამარცხებისა. სპარსელები კარგად ხედავდნენ ლაშქრის წინ ამხედრებულ მთაკაცს, ალმაჭურად აღჭურვილს.


პეროზ I


მის თავზე ათინათური სხივკრთომით ელვარებდა საომარი თავსარქმელი, ოქროვანი მუზარადი. მხოლოდ ჯერ ვერ ამჩნევდნენ სპარსნი - ვახტანგ მეფის მუზარადს წინ მგელი ჰქონდა გამოსახული, უკან - ლომი. ბრძოლა დაიწყო. დღე დღეს მისდევდა. ბრძოლის სასწორი წონასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან, სადაც კი მისჭირდებოდათ ქართველთა და ეტევებოდა მტერს "ვითარცა ლომი კანჯართა". სპარსელებმაც უკვე ინიშნეს ქართველთა მეფის სანიშნებელი: მგლის თავის სახოვნება წინ, მუზარადზე. გამოჩნდებოდა მგლისთავა გოლიათი და ძრწოლამოსილნი გარბოდნენ სპარსნი, გაიელვებდა მგლისსახოვანი მუზარადი და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: "დურ აზ გორგასარ", ასე დაიბადა სამარადჟამოდ სახელგანსმენილი თიკუნი დიდი ქართველი ხელმწიფისა - გორგასალი, მგლისთავა. მაშ, თალპიონზე ომობს ვახტანგ გორგასალ! ძრწოდეთ მოსისხარნო ქართველთა! საბოოდ დაისადგურა სპარსელტა გულში შიშმა, მუხლში კი - სიძაბუნემ."



ლევან სანიკიძე (უქარქაშო ხმლები)


ომი 4 თვე გაგრძელდა. სპარსელებმა ვერ შეძლეს ქართველთა დამარცხება. საბოლოოდ ომი საქართველოს, სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ზავით დასრულდა, ქართველთა სასარგებლოდ.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. ბაისანგურ ბენოელი

5. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

6. უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1696
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0