ტექნოლოგიური სიახლეები დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონი 2019, 19 თებერვალი, 14:47 გამოცემა Business Insider-მა გამოაქვეყნა ბოლო წლებში გამოსული მსოფლიოს 20 საუკეთესი სმარტფონის რეიტინგი. რეიტინგს სათავეში მოექცა ჩინური OnePlus 6T, ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ ამ ტელეფონის თანამედროვე დიზაინს, კამერის მაღალი ხარისხს, აპლიკაციების გამართულ მუშაობას Android -ის ოპერაციულ სისტემაზე და მძლავრ აკუმლატორს. ბოლოს რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, ეს არის საგრძნობლად დაბალი ფასი ანალოგიურ სმატრფონებზე, იგივე ფუნქციებით. მეორე პოზიცია დაიკავა ამერიკულმა iPhone XR-მა. მესამე საპატიო ადგილი წილად ხვდა Google Pixel 3 და Pixel 3 XL-ს, რომლებიც მხოლოდ ზომით განსხვავდებიან. შემდეგი ადგილები დაიკავა Samsung-ის რამდენიმე მოდელმა:Galaxy S9, Galaxy S9 Plus და Galaxy Note 9-მ, სიაში აგრეთვე მოხვდა უფრო ადრე გამოსული Galaxy S8 და Galaxy S8 Plus. აიფონის მოდელები:iPhone 7 Plus, 8 და 8 Plus და ფლაგმანური ხაზიდან X, XS და XS Max. ექსპერტებმა აღნიშნეს ასევე Motorola-ს სმარტფონები, კერძოდ Moto Z3 და Moto G6, აგრეთვე სამხრეთ კორეული LG - V40 და G7, ტაივანური HTC U12 +, ჩინური Huawei Mate 20 Pro და BlackBerry Key2 . 225 2-ს მოსწონს
|