სხვა "ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ხვალ..." - მიხეილ ცაგარელის მიმართვა 2019, 18 თებერვალი, 22:53 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.
"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 თებერვალს სავსემთვარეობაა! მოჭარბებული ენერგიები მშვიდად მართეთ, პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით და მშვიდად განვლეთ ეს დღე. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს 22 თებერვლამდე, ასევე შეიკავეთ თავი ამ დღეებში ოპერაციებისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა, გადაუდებელი არ არის... სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დ ა გ ე გ მ ვ ა ( დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება. მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!!! მოერიეთ თავს და გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ დ ი თ! ნუ დაიტვირთავთ თავს ნურც ფიზიკურად და ნურც ფსიქო-ემოციურად... ძალიან კარგია ლოცვა!!! ლოცვა ყოველთვის კარგია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ პერიოდებში ჩვენივე თავისთვის არის შვება, ლოცვა... გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და მადლიერება უფალს ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს ! გისურვებთ სულის სიმრთელეს, კეთილგონიერებას და სიკეთეს" 1066 შეფასება არ არის
|