სხვა ბაღების და ეზოების მოწყობა თანამედროვე სტილში – 65 კრეატიული იდეა 2019, 26 თებერვალი, 12:41 ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება. თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე. სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის. თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს:
გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ! 1. უფრო კომფორტული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად ექსტერიერს დაუმატეთ ღია ცეცხლის კერა – ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ბევრ სასიამოვნო საღამოს გაატარებთ! 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.9. გამოიყენეთ თანამედროვე სტილის ავეჯი, შეუხამეთ ექსტერიერს. რაც შეეხება მასალას, თქვენი გემოვნების, გარემოს და მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიეთ. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29.30. დეკორატიული ბუჩქების გამოყენებით თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა, საუკეთესო გამოსავალია 31. 32. 33. 34. 35.36. 37. 38. 39. 40. 41. 42. თუ წყლის ელემენტს დაუმატებთ, ეს უფრო მეტად გამოაცოცხლებს თქვენს საცხოვრებელს 43.44. 45. 46. 47. გააკეთეთ ბილიკები მარტივად და გემოვნებით – გამოიყენეთ გეომეტრიული ფორმები 48. 49. 50. 51. 52. 53.54. 55. 56. სწორედ დაგეგმეთ განათება – ეს უფრო მეტ ელეგანტურობას და სიმყუდროვეს შესძენს თქვენს ბაღს 57. 58. 59. 60. 61. 62. 63. 64. 65.ასევე დაგაინტერესებთ: ორიგინალური საყვავილეები, ავეჯი და სახლის დეკორი უხეში ხის გამოყენებით – 100 საოცარი იდეა როგორ მოვაწყოთ სახლი და ეზო დიდი ზომის ქოთნის მცენარეებით – 70 საოცარი იდეა ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა 50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 50 საოცარი იდეა ბაღებისა და ეზოების მოწყობა ულამაზესი ბილიკებით – 50 საოცარი იდეა (ნაწილი III) 3004 8-ს მოსწონს
|