x
image
თორ ნიკე
ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
ადოლფ ჰიტლერი


"ასე მოვიაზრებთ ჩვენს გამარჯვებას, ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორია სხვათა მმართველობა. 20 წლის წინ მათ ვითომდაც მოიპოვეს გამარჯვება. და რა მივიღეთ შედეგად? არაფერი, ტანჯვის და სიღატაკის გარდა. ნუთუ ჩვენ წყეული პლუტოკრატიისთვის, ანდაც ერთი მუჭა ფინანსური დინასტიებისთვის ვიომეთ, რომლებიც საკუთარი კაპიტალის ბაზრებს განკარგავენ? იმ რამდენიმე ასეულისთვის, რომელთა ხელშიც მართვის სადავეები აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. დადგება დღე, როდესაც ყოველი ჩვენგანი შეუერთდება ბრძოლას ამ რაიხისთვის. მშვიდობის, შრომის, კეთილდღეობისა და კულტურის რაიხისთვის, რომლის დამყარებაც გვწადია და რომელსაც აუცილებლად დავამყარებთ (დღეს გერმანია მართლაც ასეთი ქვეყანაა). მადლობას მოგახსენებთ.


ადოლფ ჰიტლერი


გერმანული ვერმახტის თითოეულ მებრძოლს, თითოეულ ოფიცერს მადლობას მოგახსენებთ. ზოგიერთ უგუნურს ჰგონია, რომ ჩვენ შორის ბზარის გაჩენა შესაძლებელია. მათ ავიწყდებათ, რომ მესამე რაიხი მეორე აღარ არის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გერმანელ მშრომელსა და გლეხს, რადგანაც მათ ეს ბრძოლა და ჩვენი მტკიცედ დადგომა შესაძლებელი გახადეს. სწორედ ამ ორმა ჯგუფმა მომცა საშუალება ეს ომი მეწარმოებინა, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გერმანელ ქალბატონებს. გერმანელმა ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს მამაკაცთა მძიმე სამუშაო, ისინი ბოლომდე ჩაერთნენ არაერთ ახალ პროფესიაში საოცარი სიყვარულითა და თავდადებით და მოახერხეს მამაკაცთა ჩანაცვლება. მადლობას გიხდით ყველას, ვინც პირად მსხვერპლს გაიღებთ და საჭიროებისამებრ უძლებთ ყველანაირ სირთულეს. მე მადლობას ვუხდი მათ გერმანელი ხალხის და მისი მომავალი თაობების სახელით. ვინაიდან ეს არის ბრძოლა არა აწმყოსთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მომავლისთვის.



ადოლფ ჰიტლერი


1939 წლის 3 სექტემბერს მე განვაცხადე, რომ დრო ჩვენ ვერას დაგვაკლებდა, რომ ეკონომიკური გასაჭირი ვერ დაგვაჩოქებდა. ეს უზრუნველყოფილია გერმანელი ხალხის დამოკიდებულებით და ეს დამოკიდებულება გერმანელ ხალხს მომავალშიც დიდ წარმატებებს მოუტანს. როდესაც ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, ეს არ იქნება რამდენიმე ინდუსტრიალისტის ან მილიონერის, ერთი მუჭა კაპიტალისტის ან არისტოკრატის და მსგავსი ბურჟუების გამარჯვება. ჩემო მშრომელებო, თქვენ ჩემში უნდა ხედავდეთ თქვენს გარანტორს. მე ხალხის წიაღიდან აღმოვცენდი და ჩემი ცხოვრება გერმანელი ხალხისთვის ბრძოლას შევალიე.


ადოლფ ჰიტლერი


როდესაც ეს ომი დასრულდება, გერმანელი ხალხი შეუდგება დიდებულ წამოწყებას: ყველა მხრიდან გაისმება: "აღსდექი!" და შემდეგ.... გერმანელი ხალხი მიატოვებს ქვემეხების წარმოებას, შეუდგება მშვიდობიან შრომას და რეკონსტრუქციას და მთელს მსოფლიოს დავანახებთ ნათლად და ცხადად, ვინ და რა არის ჭეშმარიტად უპირატესი: კაპიტალი თუ შრომა! და ამ შრომის შედეგად აღიმართება ის გერმანული რაიხი, რომელზეც დიდებული გერმანელი პოეტი ოდესღაც ოცნებობდა. ეს იქნება ის გერმანია, რომელიც თითოეულ საკუთარ შვილს მგზებარე სიყვარულით ჩაიხუტებს, ვინაიდან იგი იქნება სამშობლო ყველაზე ბედკრულისთვისაც და მას ცხოვრების გზას გაუხსნის. როდესაც ვინმე მეუბნება - "ეს უტოპიაა, ეს ფუჭი ოცნებაა", როდესაც 1919 წელს უსახელო ჯარისკაცმა მიზანი დავისახე, მაშინ მეც წარმოვიდგინე დიდებული უტოპია, და იგი შედგა!"

(თარგმანი და ვიდეო მომზადებულია ფეისბუქჯგუფის - "წითელი აბი"-ის მიერ)





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია მეცნიერებაზე

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

5. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

7. ოლიმპიადის ისტორია

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს "პიეტა"



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
486
3-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
486
  
2020, 21 თებერვალი, 6:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 7:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 აპრილი, 8:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3