x
image
თამილა გურაშვილი
როგორ მოვეწყოთ ისლანდიაში სამუშაოდ და რა ვაკანსიები არსებობს უცხოელებისთვის?
image

ისლანდია ევროპული ქვეყანაა ცხოვრების ნაღალი პირობებით. სახელმწიფო არის სტაბილური, ჰარმონიული და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი.

ქვეყანაში საშუალო ხელფასი შეადგენს 2.5-3 ათას ევროს. მინიმალური ხელფასი, რომელსაც ისლანდიელები იღებენ, არის 1800 ევრო. სპეციალისტების მუშაობა ისლანდიაში სამართლიანად არის დაფასებული. მაგალითად, ექიმის ხელფასი 5, 7 ათას ევროს შეადგენს, მასწავლებელის 5 ათასამდე, მშენებელის - 3-6 ათასამდე, მენეჯერი ან მარკეტინგის სპეციალისტი ს- 3-4 ათასი და ასე შემდეგ.

ქვეყნის მთავრობა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ამიტომ, უმუშევრობის დონე არაუმეტეს 2.5% -ია, რაც ევროპაში ყველაზე დაბალია.

ისლანდიაში საპენსიო ასაკი მხოლოდ 67 წელია მოქალაქეების სქესის მიუხედავად. ასე რომ, იქ არ არსებობს მოხუცები, რომლებიც სახლში სხედან, ყველა სამუშაოზეა.



imageimage

ქალები სახლში არ სხედან ისლანდიაში. დეკრეტი გრძელდება მხოლოდ 9 თვის განმავლობაში, მამა და დედა ბავშვებთან მორიგეობით რჩებიან. ისლანდიაში ქალების ხელფასი მამაკაცთა თანასწორია. ერთადერთი ისაა, რომ უფრო მაღალ თანამდებობებზე მამაკაცები მუშაობენ.

სტუდენტები არ უგულებელყოფენ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ყველა შესაძლებლობას: კაფეში, ფოსტაში, კურიერად. ისინი საათში იღბენ 4 ევროს.

დასაქმების სამსახურის ჩვენების თანახმად, სამუშაო ადგილზე ან ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ 40 პრეტენდენტი მაინც გამოინახება, ამიტომ, არ არსებობს ბევრი ვაკანსია სამუშაოების შესახებ. ისლანდიური კომპანიები ცდილობენ იპოვონ სპეციალისტები ნაცნობობით ან რეკომენდაციებით.

ისლანდიაში განვითარებულია თევზის ინდუსტრია, აგრონომია და კომპიუტერული ინჟინერია, რომლებიც სთავაზობენ უცხოელებს სეზონურ სამუშაოს ან დასაქმებას კონტრაქტით. (გემთმშენებლობაში, საკონსერვო ქარხანაში და გემზე) ასევე, სჭირდებათ მძღოლები, მშენებლები, სხვადასხვა სახის მუშები, მენეჯერები.

ქალებს სთავაზობენ ვაკანსიებს დასუფთავების სფეროში: ძიძა, მეეზოვე, მედდა და ა.შ. ტურისტულ ბიზნესში უცხოელებზე დიდი მოთხოვნაა, აქ შეიძლება იშოვოთ ადგილი შემდეგ სამსახურებში: - მოლარე, სტიუარდესა, გიდი, ავიაკომპანიის მენეჯერი.

ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატები ყურადღებით განიხილება. დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნა, განმცხადებლის პერსპექტივები, ასაკი და სხვა.


imageimage

ევროკავშირის მოქალაქეებისათვის მიგრაციის სამსახური მოითხოვს დოკუმენტების მინიმალურ მოთხოვნას: პასპორტი, ხელშეკრულება ან მოწვევა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი(ბინის, ოთახების) ადგილის მითითებით, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი (ოდენობა არანაკლებ 2 ათასი ევრო), სამედიცინო ცნობა, დაზღვევა და ფოტო.

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დოკუმენტების პაკეტი ოდნავ გაფართოვდა, მასში შედის შენგენის ვიზა, ცნობა ნასამართლეობაზე, ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ დოკუმენტი და ა.შ.

საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, კერძოდ ისლანდიაში, ინგლისურად უნდა ლაპარაკობდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელს აქვს უფლება მოგთხოვოთ, ჩაეწეროთ კურსებზე და ისწავლოთ ისლანდიური ენა.

ბუნებრივია, ინგლისური ითვლება კომერციულად, რასაც აქტიურად იყენებს საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და მუშაობაში, მაგრამ ისლანდიელები ძალიან მგრძნობიარენი არიან მშობლიური ენის მიმართ, ამიტომ, ისინი მოითხოვენ, ისწავლოთ ისლანდიური ენა.

დოკუმენტების შეგროვების და მიგრაციის კონტროლის ნებართვის მიღების პროცედურა, ისლანდიაში მუშაობისთვის, 2-დან 6 თვეა.

შრომითი ემიგრანტების რაოდენობის 3% გერმანელები და ნორვეგიელები არიან, 2% პოლონელები და ბალტიის ქვეყნებიდან, ხოლო, სხვა ნაციონალური ეროვნების წარმომადგენლები 1% -ზე ნაკლებია. (რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, უნგრელები, ბულგარელები, რუმინელები, ჩეხები). ისლანდიაში ყველაზე ცოტა შრომითი ემიგრანტები ჩინეთიდან და ტაილანდიდან არიან.


image


0
1143
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0