x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით
ოთახის მცენარეები გიყვართ? ბუნების ეს გასაოცარი შემოქმედება ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც ჩვენს სულსა და სხეულთან ურთიერთქმედებენ.

image

ისინი ადვილად სუნთქვაში ხელს გვიწყობენ, სახლის ჰაერს ასუფთავებენ და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ.

აი, რამდენიმე უჩვეულო, მაგრამ ძალიან ლამაზი ოთახის მცენარე, რომელთა სახლში ქონა აუცილებლად მოგინდებათ.

1.ცოცხალი ქვვები

image


ლიტოპსი, რომელთაც „ცოცხალ ქვებს“ უწოდებენ, გარეგნულად კენჭს ძალიან ჰგავს. გლუვი სუკულენტი ქვის ქვეშ ინიღბება და ჩვეულებრივ სამხრეთ აფრიკის მშრალ პირობებში იზრდება.

ეს უჩვეულო მცენარე თქვენ მზიან თაროზე მარტივად გაიხარებს, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ზედმეტმა მორწყვამ შეიძლება მოკლას.


2.კაქტუსი ზიგ-ზაგი

image

ამ საინტერესო მცენარის ოფიციალური სახელია Selenicereus Anthonyanus, მაგრამ მას ხშირად კაქტუს ზიგ-ზაგს ან „თევზის ფხას“ უწოდებენ.

როგორც კაქტუსების უმეტესობა, უპრეტენზიო არის. ყვავილობის დროს ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით გაგახარებთ.


3.ჰოია კერი

image

მცენარე ცნობილია, როგორც „იღბლიანი გული“, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აზიიდან არის და ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ მცენარედ ითვლება. ვალენტინობის დღეს მას ხშირად ჩუქნიან და როგორც სხვა სუკულენტები ბევრ ზრუნვას არ საჭიროებენ.


4.დელფინი-სუკულენტი

image

იაპონიაში ეს მცენარე ძალიან პოპულარულია. საქმე იმაშია, რომ მისი პატარა ფოთლები გარეგნულად მოცურავე დელფინს ჰგავს. მცენარის ოფიციალური სახელია Senecio peregrines.


5.მარიმოს ბურთები

image

ეს ბურთები ნებისმიერ აკვარიუმს დაამშვენებს. ისინი წყალმცენარეები არიან, რომლებიც სფერული ფორმით იზრდებიან.

ამ მცენარის მოსავლელად ორ კვირაში ერთხელ წყლის შეცვლა არი საჭირო და მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან უნდა დაიცვათ.


6.ტრახიანდრა

image

ტრახიანდრა სამხრეთ აფრიკაში იზრდება. ამ მცენარის ფოთლები დახვეულ მაკარონს ჰგავს. გარდა ამისა, თითოეული ღერო უნიკალური და იდეალური სიმეტრიისაა.


7.სუკულენტი-ვარდი

image

ამ მცენარის სამეცნიერო სახელია Greenovia dodrentalis, მაგრამ მათ სუკულენტ-ვარდსაც უწოდებენ, რადგან გარეგნულად ვარდს ძალიან ჰგავს. მისი მოვლა გაცილებით მარტივია, ვიდრე ვარდის. მხოლოდ ნიადაგის მორწყვა დაგჭირდებათ, როცა ის მშრალი გახდება.


8.მსუქანა ქოლგისანი

image

ამ მცენარეს ყვავილების წყალობით სხვა ორიგინალური სახელიც აქვს - „ღვინის თასი“. სრული ყვავილობის დროს შეიძლება სიმაღლეში 15 სმ-მდე გაიზარდოს.


9.რძიანა ფუშფუშა

image

წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის - ეს უჩვეულოდ ლამაზი მცენარე მოსავლელად ძალიან უპრეტენზიოა. ჭარბი მორწყვა უფრო მოკლავს, ვიდრე მისი დეფიციტი.

მეცნიერული სახელია Euphorbia Obesa, მაგრამ მას ხშირად „ბეისბოლის მცენარესაც“ უწოდებენ. სიგანეში 5-დამ 15 სმ-მდე იზრდება და შიგნით წყალს ინარჩუნებს და გვალვისგან იცავს.


10.რძიანა „მედუზას თავი“

image

განუმეორებელი მცენარე, რომელმაც საინტერესო სახელი „მედუზას თავი“ მრავალი ღეროს გამო მიიღო, რომლებიც მზისკენ მიიწევენ. როგორც ბევრი სუკულენტი, წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის.


11.პლაციტერიუმი

image

კედლების მწვანე მცენარეებით გაფორმება თუ გსურთ, მაშინ პლაციტერიუმი გამოიყენეთ. მას ასევე უწოდებენ „ირმის რქებს“ უჩვეულო ფორმის ფოთლების გამო, რომლებიც ცხოველის რქებს ჰგვანან.


12.ხავორტია კუპერი

image

მცენარე გაბერილ ბუშტებს ჰგავს. ძალიან უპრეტენზიო და თვალის გამხარებელი მცენარეა.


13.სედუმი მორგანა

image

ასევე ცნობილია როგორც „ვირის კუდი“, გრძელი წამონაზარდის გამო, რომლის სიგრძემ შეიძლება 60 სმ-ს მიაღწიოს. გამოირჩევა მტევნის მსგავსი მომწვანო-მოცისფრო ფოთლებით.

მცენარე მექსიკასა და ჰონდურასში იზრდება. მზიანი სინათლე უყვარს, მაგრამ ძლიერმა სიცხემ შეიძლება ფოთლების დაწვა გამოიწვიოს.


14.სპირალური მცენარე

image

გეგონებათ, რომ ასეთი ფორმა დანით ხელოვნურად მისცეს, თუმცა ასე ბუნებრივად იზრდება. მცენარე ადვილად იზრდება.


15.ნაღველა ურნულა

image

ფენებად გაზრდილი ფოთლები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მცენარეს „Gentiana Urnula“ კიდევ „სუკულენტ ზღვის ვარსკვლავს“ უწოდებენ. გეომეტრიულად ელეგანტური მცენარე ნებისმიერ ბაღს და სახლის თაროს დაამშვენებს.


16.ნერვიული მცენარე

image

მცენარე ფიტონიას ფოთლებზე გამოხატული „ნერვების“ გამო ხშირად „ნერვულ მცენარეს“ უწოდებენ. გაჯერებული ფერებით და უჩვეულო ხაზებით ყველაზე მოსაწყენ ინტერიერსაც კი გაახალისებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ არ უნდა მოკლათ ობობა სახლში

2. ვინ თქვა რომ იოგა მხოლოდ ადამიანებისთვისაა?

3. 23 უცნაური რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით

4. 18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ

5. ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ

6. ტესტი: დაწერეთ სამი ცხოველი და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ

7. ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
840
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0