ქალი და მამაკაცი 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ ჯობია იყო მარტო! 2019, 22 თებერვალი, 15:21 კარგია, როდესაც ხარ შეყვარებული, მაგრამ უკეთესია, თუ ბედნიერიც ხარ. ცუდია ის, რომ ამაში მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ, ამიტომ ზოგჯერ უკეთესია იყო მარტო, შენთვის და საშენოდ... Ⅰ - შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა! გართობა თუ ფეხბურთი? მეგობრები თუ კომპიუტერული თამაშები - ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ასარჩევია. შეგიძლიათ მხოლოდ ერთ დღეში ყველაფერი მოასწროთ, ეს ხომ თავისუფლებაა, რომელიც დაოჯახების შემდეგ ქრება. Ⅱ - ძილი დისკომფორტის გარეშე დამღლელი დღის შემდეგ ბრუნდებით სახლში, არც ბავშვი გაწუხებთ და არც მეუღლე გთხოვთ რაიმეს. შეგიძლიათ უბრალოდ წამოწვეთ და დაიძინოთ სურვილისამებრ თქვენს საწოლში დისკომფორტს ვერავინ შეგიქმნით! Ⅲ - რა თქმა უნდა, უკეთესად გამოიყურებით კვლევებმა ცხადყო, რომ დაქორწინებული წყვილი ბევრად უფრო მარტივად მატულობს წონაში, ვიდრე დასაქორწინებელი. შეუღლების შემდეგ, წყვილი ერთმანეთთან დროს უფრო ხშირად ატარებს და ამ პროცესში ხშირია სხეულის მოდუნება და ჭამისადმი მიდრეკილება. Ⅳ - მეგობრებთან უფრო მეგობრული ხარ! როდესაც ურთიერთობაში ხარ, ხშირად პიროვნული თავისუფლების დათმობა გიწევს, რადგან შენ გყავს პარტნიორი და მეტი დრო მას უნდა დაუთმო. თუკი თავისუფლებით ტკბები, მაშინ შენ ხშირად კონტაქტობ ძველ მეგობრებთან და ასევე იძენ ახალ მეგობრებს, რომლებიც შენს ცხოვრებას უფრო ალამაზებენ, გამოდის, რომ მარტოობა არც ისე დიდი პრობლემაა... Ⅴ - პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე წესებს თქვენ თვითონ ადგენთ. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ დილაადრიან კინოში წასვლა, კვირის შუალედში ქალაქგარეთ მოგზაურობა, შუაღამისას მიირთვათ კერძები და მოუსმინოთ ხმამაღალ მუსიკას, როცა ისურვებთ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ! არ გაწუხებთ შეყვარებულის პრობლემები და ა.შ... უბრალოდ აკეთებთ იმას, რაც გსურთ. Ⅵ - უფრო მშვიდად ხართ არანაირი გულის ტკენა, ნერვიულობა და ეჭვიანობა. მსგავსი რამ მხოლოდ მაშინ გვაწუხებს, როდესაც ურთიერთობაში ვართ, გვემატება საფიქრალი და სადარდებელი. ზედმეტი სტრესისგან, ცრემლებისგან და დეპრესიისგან თავის დასაღწევად ზოგჯერ მარტოობა ჯობს! Ⅶ - უფრო ძლიერი ხართ სამსახურში წასვლისას, უკან ნაკლებ სადარდებელს ტოვებთ, საქმეს უფრო შემართებით იწყებთ და სამსახურში თითქმის არც კი იღლებით. ურთიერთობაში ყოფნა კარიერას ყოველთვის უქმნის საფრთხეს.... საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება სჭირდება............. Ⅷ - საკუთარ გადაწყვეტილებებს ანიჭებთ უპირატესობას ურთიერთობის შემთხვევაში, პარტნიორის გარეშე ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს მოგზაურობის, დასვენების და სხვა პირადი მოთხოვნილებების შესახებ. ორივეს გაქვთ საკუთარი აზრი და ერთმანეთის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეთ, მაგრამ თუ ხართ მარტო, მაშინ ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია- სად წახვალთ, რას უყურებთ, რას შეჭამთ და სად დაისვენებთ. Ⅸ - ენერგიულები ხართ დაოჯახების შემდეგ თქვენი თავისუფალი ცხოვრება იცვლება "სამსახური-სახლად". ეს ურთიერთობის ერთ-ერთი დაუწერელი კანონია. ზოგადად, წყვილებიც ყოველთვის მყუდრო, მშვიდ გარემოს ეძებენ დასასვენებლად, თუმცა მარტოხელა ადამიანი ყოველთვის უფრო ენერგიულია. მას სამსახურის შემდეგ შეუძლია მოინახულოს მეგობრები, დაკავდეს სპორტით ან კიდევ დალიოს იქამდე, სანამ გონებას არ დაკარგავს. Ⅹ - შეიცნობთ საკუთარ თავს ვინ ხართ სინამდვილეში? რა გაგიკეთებიათ და კიდევ რა შეგიძლიათ? - ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ მარტოხელა ადამიანებს აქვთ... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<<<იხილეთ ასევე>>>>>მამაკაცმა 2 საათით დაიქირავა ესკორტ გოგონა: გაინტერესებთ, თუ რა სთხოვა მას? სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა? ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა? 22 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან ზოგჯერ ფოტოები უფრო მეტს გადმოგვცემენ.... - კადრები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან იაკობ გოგებაშვილის წერილი ავადმყოფ აკაკი წერეთელს... რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება 801 12-ს მოსწონს
|