x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მიქელანჯელოს "პიეტა"

მიქელანჯელოს "პიეტა"


ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მილიონობით ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, ქალწული მარიამის (ღვთისმშობლის) მკლავებზე დასვენებული იესო ქრისტეს ქანდაკების სანახავად. ამ არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუშის სახელი გახლავთ "პიეტა", რაც იტალიურად დატირებას ან სინანულს ნიშნავს. სცენა ასახავს ბიბლიურ ეპიზოდს, როდესაც ნაწამები და უკვე აღსრულებული იესოს სხეული ჯვრიდან გარდამოიხსნა.


მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეჭდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ ქცეულა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანას თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი, მიქალანჯელოა, ამ ქანდაკების შექმნისას - 1499 წელს, მხოლოდ 25 წლის გახლდათ. მისმა ამ ნამუშევარმა გადააჭარბა თავად ანტიკური ბერძნებისა და რომაელების ნამუშევრებსაც კი, იმ სტანდარტებით, რითაც საერთოდ ხელოვნება ისაზღვრებოდა.

მიქელანჯელო იყენებდა სისწრაფეს რომ ძალიან მაღალ დონეზე გაეპრიალებინა და თითქმის შეუძლებლად გაერეალურებინა ჩვეულებრივი, ცივი ქვები. მიქალანჯელოს გენია მდგომარეობდა ასევე იმაშიც, რომ შესანიშნავად იცოდა ადამიანის ანატომია.



მიქელანჯელოს "პიეტა"



ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

3. ზევსის ქადაკება ოლიმპიაში

4. ოლიმპიადის ისტორია

5. ჩაქმულის ქანდაკებები

6. ლეშანის გიგანტური ბუდა


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
2053
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2053
  
2021, 20 მარტი, 10:52
ძალიან საინტერესოა
0 1 1