საზოგადოებრივი ჩაქმულის ქანდაკებები 2019, 16 თებერვალი, 21:12 მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე, ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება წამოწოლილა. ის დაახლოებით ახ.წ. 900-1050 წლებით თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ასეთი ქანდაკებები იუკატანის ნახევარკუძულზე გამოჩნდა სწორედ ახ.წ. მე-9 საუკუნიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, რომელიც მეომართა ტაძრის წვერზეა, მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს ათავსებდნენ. ეს სახელი - "ჩაქმული" (ან ჩაქ მული) ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა, ოგიუსტ ლე პლოჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ იცას შეისწავლიდა. პლონჟენის მტკიცებით, ეს სიტყვა "ღმერთ-ვეფხვს" ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ. მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტმული. ზოგიერთი მეცნიერების აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდავ მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ. ასევე დაგაინტერესებთ:1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან 2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ 3. ზევსის ქადაკება ოლიმპიაში 4. ოლიმპიადის ისტორია 160 სამეცნიერო სტატია100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებსუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთშიავტორი: თორნიკე ფხალაძე172 1-ს მოსწონს
|