x
image
alex999
სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა?

2014 წლის 8 მარტს კუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიმავალი მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი "ბოინგ 777" ადგილობრივი დროით 0:41 წუთზე აფრინდა. თუმცა, რადარებიდან მალევე გაქრა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, თვითმფრინავი გამართული იყო და კატასტროფის წინაპირობა არ არსებობდა. მას შემდეგ ლაინერის კვალს ვერ მიაგნეს.


სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 12 წევრი იყო. თვითმფრინავი დაახლოებით, მალაიზიასა და ვიეტნამს შორის არსებული ზღვის თავზე იყო, როდესაც მასთან კონტაქტი დაიკარგა.


image


ლაინერის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობდა, თუმცა ამაოდ. ამერიკული კომპანია Ocean Infinity -ის მკვლევართა ჯგუფმა 2018 წლის 24 იანვარს კვლავ დაიწყო ლაინერის ძებნა, შედეგი ისევ ვერ მიიღეს და ამავე წლის 28 მაისს ძებნის შეწყვეტის ბრძანება გასცა მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა.


image


უახლესი ინფორმაციით, მალაიზიის პოლიციამ მოისმინა ლაინერის პილოტის, ზაჰარი ახმადის და თვითმფრინავის ინჟინრის, ზულჰამი ბინ ვაჰიდის სატელეფონო საუბარი. ნაგულისხმევი საუბარი ლაინერის დაკარგვამდე 2 კვირით ადრე განხორციელდა, დაკარგვის შემდეგ, 3 ჯერ კიდევ ჰქონდა ინჟინერს დარეკილი პილოტის ნომერზე, აქედან გამომდინარე, პოლიციამ ინჟინერი დაჰკითხა, თავდაპირველად მას ეჭვმიტანილის თვალით უყურებდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პილოტი და ინჟინერი ერთმანეთის ნათესავები და ასევე ძმადნაფიცები ყოფილან.


image


ინჟინერი ზულჰამი ბინ ვაჰიდი: "ზაჰარზე ძალიან ვინერვიულე. ის ჩემთვის საუკეთესო ადამიანი იყო, მას არ ჰქონდა ფინანსური კრიზისი ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. როდესაც გავიგე დაკარგული ლაინერის შესახებ, ვერ ვიჯერებდი, 3 ჯერ დავრეკე, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. ძალიან ვწუხვარ, რომ მახსენდება ისევ ცუდად ვგრძნობ თავს. სად გაქრა თვითმფრინავი, სადაც ჩემი მეგობარი და 238 ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. ნუთუ დედამიწაზე ასეთი რთულია ერთი დაკარგული ლაინერის პოვნა? 5 წელი გავიდა... მაგრამ მე არ მავიწყდება ეს მოვლენა!"


image


სატელიტური მონაცემების თანახმად, მალაიზიის თვითმფრინავი კავშირიდან გასვლის შემდეგ, 6 საათის განმავლობაში ისევ მიფრინავდა. მალაიზიის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, თვითმფრინავმა გეზი ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი მალაიზიისკენ აიღო... თვითმფრინავთან უკანასკენლი კავშირი ავსტრალიასთან ახლოს, ინდოეთის ოკეანის თავზე ყოფნისას დამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ორი ფართომასშტაბიანი ძებნის ოპერაცია ჩატარდა, გაუჩინარებული თვითმფრინავის საიდუმლო კვლავ საიდუმლოდ დარჩა.



image









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი














<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა?

image



22 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან

image



21 რეალობა ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image



10 საინტერესო ფაქტი სფინსქის კატის შესახებ!

image



მათი დაცვა ვერ შევძელით: 2018 წელს გადაშენებული ცხოველები...

image



შეშლილი მეცნიერების მიერ შექმნილი 5 არაამქვეყნიური არსება!

image



9 სასიცოცხლო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული განიცდის B6 ვიტამინის დეფიციტს - მიიღეთ ზომები

image



0
906
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0