პოლიტიკა რა გეგმით ხელმძღვანელობდნენ პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს 2019, 15 თებერვალი, 16:51 შლიფენის გეგმა ავსტრია- უნგრეთის არმია საბერძნეთში რომ შევიდა, სერბებმა რუსეთს მიმართეს დახმარებისათვის. ნიკოლოზ მეორემ გადაწყვიტა, არმია ავსტრიის საზღვარზე გაეგზავნა და აეძულებინა ავსტრია - უნგრეთი. სერბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდებოდა. რუსეთმა გენერლებმა გააფრთხილეს მეფე, რომ ავსტრიაში მისი არმიის შესვლის შემთხვევაში, გერმანიისგან რეალური საფრთხე დაემუქრებოდათ. 1914 წლის 29 ივლისს მეფემ რეზერვისტების მობილიზაცია დაიწყო. 30 ივლისს გერმანიის კაიზერმა ვილჰელმ მეორემ მობილიზაციის გეგმა გასცა და შეატყობინა ნიკოლოზ მეორეს, რომ თუ არ შეწყვეტდა არმიის მომზადებას ომისთვის, გერმანია ომს გამოუცხადებდა. რუსეთმა მოკავშირე საფრანგეთს გერმანელთა გზავნილის შესახებ შეატყობინა. 31 ივლისს მობილიზაცია საფრანგეთმაც გამოაცხადა. მეფე ნიკოლოზის უარის შემდეგ, გერმანიამ და ავსტრია - უნგრეთმა ომი გამოუცხადეს რუსეთს . ეს მოხდა პირველ აგვისტოს. პირველ აგვისტოს კაიზერმა ვილჰელმ მეორემ გენერალ ჰელმუთ ფონ მოლტკეს უბრძანა, სისრულეში მოეყვანა მისი წინამორბედის, ფონ შლიფენის გეგმა. გეგმაში დეტალურად იყო გაწერილი ჯარების გადაადგილება და არმიის მომარაგების სქემა.
ომის დროს დახოცილი ადამიანების ნივთები, მილიონობით სათვალე, სავარცხელი, კბილები, ტონობით თმა, ტანსაცმელი. გეგმა ითვალისწინებდა საფრანგეთის დამარცხებას მანამ, სანამ რუსეთი შეძლებდა რეზერვისტების მობილიზებას. შლიფენის გეგმა გერმანელებმა დაიწყეს ომი საფრანგეთზე შეტევით, რაც ბელგიის გავლით უნდა განხორციელებულიყო. გეგმის ავტორი გენერალ ფელდ მარშალი ფონ შლიფენის იყო, გეგმას ასეც დაერქვა - შლიფენის გეგმა. გენერალმა ვერ გათვალა - საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ვიდრე გერმანელები მათგან ელოდნენ. შლიფენის გეგმით, გერმანიის არმიის მცირე ნაწილები რუსეთის საზღვარზე განლაგდნენ, პოზიციები გაამაგრეს საფრანგეთის საზღვართანაც. არმიის ძირითადი ძალა საფრანგეთში ჩრდილოეთიდან, ბელგიიდან უნდა შემოსულიყო, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყა, დაემარცხებინა, შემდეგ კი რუსეთისკენ გადაადგილებულიყო. 3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს. გერმანიის ელჩმა ბრიუსელში სთხოვა ბელგიის მთავრობას, ნება დაერთო გერმანიის ჯარებისთვის, მარშირება ბელგიის გავლით განეხორციელებინათ. 4 აგვისტოს ბელგიის მთავრობამ ელჩს თხოვნაზე უარი უთხრა. გერმანიამ ომი გამოუცხადა ბელგიას. ბრიტანეთმა ( ბელგიის მოკავშირემ ) ომი გამოუცხადა გერმანიას.
149 შეფასება არ არის
|