სიახლეები დედამიწაზე თითქმის ყველა ენერგია მზიდან მომდინარეობს 2019, 14 თებერვალი, 20:50 ენერგია რომ არა, არც სიცოცხლე იქნებოდა, არც მოძრაობა და არც არაფერი შეიცვლბოდა.
ენერგია სხვადასხვა ფორმით არსებობს. ესენია : სითბო, სინათლე , ელექტრობა და ქიმიური ენერგია. დედამიწაზე თითქმის ყველა ენერგია მზიდან მომდინარეობს. მზე სითბოსა და სინათლის სახით გამოყოფს ენერგიას.}}} მწვანე მცენარეული მზის ენერგიას იყენებს და იზრდება.}}} ცხოველები ენერგიას საკვებიდან იღებენ. მიწის წიაღიდან მოპოვებული საწვავი (ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი) მილიონობით წლის წინ მცხოვრები მცენარეებისა და ცხოველების ჩამარხული ნაშთებისგან წარმოიქმნა.}}} სათბობს ვწვავთ, რათა ელექტრო ენერგია მივიღოთ და მანქანები ვამუშაოთ. ენერგია, რომელიც არ ილევა ზოგიერთი საწვავი, მაგ. ხე - ტყე აღდგენადია. ტყე შეიძლება ხელახლა გავზარდოთ . ამას გარდა შეგვიძლია მივიღოთ მზის, ქარის, წყლის ვარდნის და ბირთვული ენერგიები.
ენერგიის გარდაქმნა ენერგია შეიძლება ერთი ფორმიდან მეორეში გადავიდეს. როცა ბურთს ვისვრით, ჩვენი კუნთები საკვებიდან მიღებულ ქიმიურ ენერგიას კინეტიკურ ენერგიად, მოძრაობად გარდაქმნის.
საწვავით მიღებული ენერგია ენერგია გვჭირდება სახლში, მანქანებსა და ფაბრიკა - ქარხნებში. მას მეტწილად, საწვავის - ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაწვით ვიღებთ. ეს მიწის წიაღიდან მოპოვებული საწვავია და გამოყენების შემდეგ აღდგენა ვერ ხერხდება. 484 შეფასება არ არის
|