x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ხუთი ჩემპიონი თბილისის ღია პირველობაზე დედოფლისწყაროს უშუს გუნდიდან
image


10 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა თბილისის ღია პურველობა უშუში, ტურნირზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს რამდენიმე რეგიონის გუნდი და ასევე სომხეთის ეროვნული ნაკრები, დედოფლისწყაროელი სპორტსმენებიც იღებდნენ ტურნირზე მონაწილეობას.


ჩემპიონები გახდნენ: ნიკა წიკლაური, ნიკოლოზ ხარაზიშვილი, ლუკა პოპიაშვილი, გივი გოჩიტაშვილი და გიორგი წიკლაური. გუნდი აგრძელებს მზადებას და სულ მალე, მარტის თვეში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თასის გათამაშებაში.


„თბილისის ღია პირველობაზე ჩვენი გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით ასპარეზობდა, გუნდს მხოლოდ კაპიტანი ნიკა ჩიტიშვილი გვაკლდა, რადგან ნიკა აქტიურად ემზადება მოსკოვში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის. ჩვენმა სპორტსმენებმა თბილისის ღია პირველობაზე 5 პირველი ადგილი დაიკავეს, რაც საკმაოდ წარმატებული შედეგია. საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ლუკა პოპიაშვილის და გიორგი წიკლაურის ბრძოლები, ლუკა პოპიაშვილი სომხეთის ნაკრების წევს შეხვდა და გიორგი წიკლაური კი მარტვილელ საკმაოდ გამოცდილ ბავშვს. საბოლოოდ ორივემ მოიპოვა გამარჯვება. საკმაოდ სანახაობრივი ტურნირი გამოდგა. ულამაზესი ბრძოლები აჩვენენს ნიკა წიკლაურმა და ნიკოლოზ ხარაზიშვილმა, გივი გოჩიტაშვილმა კი აშკარა უპირატესობით გაუმარჯვა, “ - ამბობს მწვრთნელი გიორგი ცისკარაული.



21 თებერვალს რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო A კატეგორიის ტურნირი: „მოსკოვის უშუს ვარსკვლავი“ გაიმართება, სადაც საქართველოდან 9 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის დედოფლისწყაროდან ნიკა ჩიტიშვილი. ის ოფიციალური ნაკრების წევრი და კულტურის და სპორტის სამინისტროს სტიპენდიანტია. მას ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია სულ ახლახან დაენიშნა.


image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0