x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139054
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
50 განსაკუთრებული გამონათქვამი ადამიანზე, რომლიდანაც ბევრ რამეს ისწავლით უკეთ ცხოვრებისთვის

ტოპ-50 გამონათქვამი ადამიანზე


image


1. ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი.
2. = ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის მოხმარების უნარით.
3. = ადამიანი გაკიცხვას იოლად იტანს, დაცინვას კი- ვერა.
4. = ადამიანი ისე უხვად არაფერს არიგებს, როგორც რჩევა-დარიგებას.
5. = არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ შენთან ერთად დრო გაატაროს.
6. = ადამიანის გონება მის კუნთებზე ძლიერია.
7. = უსაქმური ადამიანი არის ცხოველი, რომელიც დროს ჭამს.
8. = კარგად ჩაცმული ადამიანი ის არის, ვისი ტანსაცმელიც ყურადღებას არ იქცევს.
9. = ადამიანი შეიძლება ცხოველი გახდეს, მაგრამ ცხოველი ადამიანად ვერასოდეს იქცევა.
10. = უსაქმური ადამიანი ისარ მოტეხილ საათს წააგავს.
11. = ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოუცლელნი არიან, ჩვეულებრივ, არაფერს აკეთებენ.
12. = რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისდამი.
13. = ყველაზე კარგად მოსმენა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯობს არაფერი თქვა.
14. = ადამიანს შეუძლია აზროვნება, მაგრამ უაზრო ქმედებებს სჩადის.
15. = მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ.
16. = ადამიანებს ის კი არ ახარებთ რაც აქვთ, არამედ ის აწუხებთ რაც არ გააჩნიათ.
17. = ადამიანის სიდიადე იმით კი არ იზომება რას იღებს, არამედ იმით, თუ რას გასცემს ის.
18. = ზოგი ადამიანი მთელი მისი ღირსებების მიუხედავად, თვალის დასანახავად გვეჯავრება, ზოგი კი გვიზიდავს ნაკლის მიუხედავად.
19. = ადამიანის გარდაქმნა შეუძლებელია, თუმცა მისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
20. = ზოგჯერ რაც უფრო ახლოს გაიცნობ ადამიანს, მით უფრო შორს გინდა მისგან ყოფნა.
21. = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტრების ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე მეგობრების.
22. = ადამიანს მხოლოდ იმისი ეშინია, რაც არ იცის. ცოდნა ამარცხებს შიშს.
23. = არიან ადამიანები, რომლებიც ენით აზროვნებენ.
24. = სიძულვილი აერთიანებს ადამიანებს არანაკლებ, ვიდრე სიყვარული.
25. = განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.
26. = ადამიანად ჩვენ გვხდის დედა და მამა, ადამიანურად კი- აღზრდა.
27. = ხალხი თუ გაძღა ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც.
28. = უცებ რომ ძაღლები ალაპარაკდნენ, ადამიანები საუკეთესო მეგობრებს დაკარგავდნენ.
29. = სუფთა სინდისის ადამიანს შედარებით სუსტი მეხსიერება აქვს.
30. = იქ სადაც სურვილები მთავრდება, მთავრდება ადამიანიც.
31. = ზოგიერთი ადამიანი ასაკის მიუხედავად, არასდროს კარგავს სილამაზეს, უბრალოდ სახის სილამაზე გულის სილამაზეში გადადის.
32. = ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.
33. = უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს.
34. = ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს.
35. = ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესეიგი მას ინტელექტი გააჩნია…
36. = შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ.
37. = ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
38. = უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.
39. = ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.
40. = ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი.
41. = წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან.
42. = ადამიანმა მეორე ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.
43. = შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები.
44. = ადამიანები შენ მიმართ კეთილები არიან, სანამ ქვედა საფეხურზე ხარ, გაუტოლდები თუ არა, ყურადღებით არიან, ხოლო როცა გაუსწრებ, შურის თვალით გიყურებენ.
45. = ადამიანები უნაკლონი გახდებოდნენ, საკუთარ ნაკლზეც ისე რომ მსჯელობდნენ, როგორც სხვისაზე.
46. = ადამიანზე ილაპარაკე მხოლოდ ის, რასაც პირადად ეტყოდი.
47. = ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს.
48. = ადამიანებში თუ რამ კარგი არსებობს შენ უნდა დაინახო, ცუდი კი თვითონ დაგენახება.
49. = ადამიანებს კი არ უნდა ებრძოდე, ადამიანებისთვის უნდა იბრძოდე.
50. = ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.

0
3448
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0