x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რომელ ქვეყანაში გამოიგონეს?
image

ქვემოთ გაეცნობით QUIZ-ს "რომელ ქვეყანაში გამოიგონეს?"10 კითხვით და სამი სავარაუდო პასუხით, ვფიქრობ ტესტი საკმაოდ ადვილია, ზოგიერთი კითხვა სასკოლო პროგრამიდანაც კი უნდა გახსოვდეთ, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.




QUIZ-ის შემდგომ გაეცნობით სწორი პასუხების განმარტებას.












1)კომპასი გამოიგონეს ჩინეთში სუნის დინასტიის(960-1279 წლები)დროს, ევროპაში მისი გამოყენება XII—XIII საუკუნეებიდან დაიწყეს.




2)ჭადრაკი ინდოეთში VI საუკუნეში გამოიგონეს, რომელსაც ჩატურანგა ერქვა.შემდეგ გავრცელდა ჯერ სპარსეთში, შემდეგ არაბეთში(უკვე შატრანჯის სახელით) და ბოლოს, XI საუკუნეში ევროპაში.



3)მექანიკური საათი ტანის დინასტიის(618-907) დროს იყო ცნობილი, რომელიც ჩინელმა ოსტატებმა ი სინმა და ლაინ ლინცზანმა შექმნეს, შემდეგ, დიდი ალბათობით საათის საიდუმლო არაბებს ჩაუვარდათ ხელში, ევროპაში პირველი მექანიკური საათები XIV საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა.



4)პირველი ორთქლის მანქანების მცდელობები რუს ინჟინერს ივან პოლზუნოვს და ბრიტანელ ჯეიმს უატს ჰქონდათ, თუმცა ყველაზე წარმატებული გამოდგა ჯორჯ სტეფენსონის ორთქლმავალი, 1830 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი რკინიგზის ხაზი ლივერპული-მანჩესტერის მიმართულებით, სადაც სწორედ სტეფენსონის ორთქლმავალი დადიოდა.



5)ქაღალდის სამშობლო ჩინეთია, აღმოჩენილია არტეფატები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთში ქაღალდის წარმოება და დამზადება ჯერ კიდევ ჩვ.წ აღრიცხვამდე 202 — 220 წლებში იცოდნენ ხანის დინასტიის დროს.




6)დენთის სამშობლოს ჩინეთია, რომელიც უ დაის პერიოდიდან(907-960)არის ცნობილი.



7)ელექტროშედუღების აპარატი რუსმა ინჟინერმა და გამომგონებელმა ნიკოლაი ბენარდოსმა შექმნა 1882 წელს და შემდეგ დააპატენტა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.




8)დომინოს მსგავსი თამაში, სადაც კოჭები რიცხვითი წერტილებით იყო მონიშნული ჯერ კიდევ ინდოეთში და ჩინეთში იყო ცნობილი, თუმცა თანამედროვე სახით იტალიიდან გავრცელდა XVIII საუკუნეში.




9)პირველი ფრთოსანი რაკეტა "ფაუ-1" და "ფაუ-2"ნაცისტურმა გერმანიამ შეიმუშავა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, სწორედ ეს ტექნოლოგია გამოიყენა და დახვეწა შემდგომ სსრკ-მ და აშშ-მ როგორც საკონინენტაშორისოს, ასევე კოსმოსის ათვისებაში



10)ძველ საბერძნეთში, კერძოდ მინოსის კულტურაში(ძვ. წ. III-II ათასწლეულებში)გათხრების დროს აღმოჩენილ ქალაქებში და სასახლეებში (კნოსოსი, აგია-ტრიადა, ფესტოსი, მალია)არა მარტო ცენტრალური გათბობა არსებობდა(თბილი წყლის მილები იატაკის ქვეშ გადიოდა), არამედ საშხაპეებიც.

0
1134
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0