ქალი და მამაკაცი პირველი სქესობრივი აქტი - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2019, 16 თებერვალი, 1:37 ![]() დეფლორაციის შეგრძნებები და ზომები, რომელიც შეგიძლია მიიღო ზედმეტი ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად. აპკის ტიპი და სისქე არაერთგვაროვანი და ინდივიდუალურია. მაგალითად, მძიმეწონიან ქალებში აპკი ხშირად ღრმად არის მოთავსებული ვაგინალურ ხვრელში. დეფლორაციის შეგრძნებები დამოკიდებულია აპკის სისქეზე, მის მდებარეობაზე, ტიპზე და ხვრელების განლაგებაზე. კერძოდ, თუ აპკი თხელია, ხვრელი კი საკმარისად დიდი ზომისაა, პენეტრაციას ნაკლები ტკივილი და სისხლდენა მოსდევს. ასევე, დასაშვებია სისხლდენის არარსებობა, როცა პენისი მცირე ზომისაა და პენეტრაციისას ადვილად თავსდება აპკის ხვრელში. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი ელასტიკურია და პენეტრაციისას არ ირღვევა, ან ირღვევა მხოლოდ ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სისხლის ოდენობა უმნიშვნელოა ან სისხლდენა არ ფიქსირდება. “ელასტიკური აპკი” (Elastic hymen) საკმაოდ იშვიათია და ქალების მხოლოდ 11%-ში ფიქსირდება. განვიხილოთ მითები, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მითი 1: ქალწულობის დაკარგვას აუცილებლად მოსდევს სისხლდენა. სისხლის არარსებობა ნიშნავს, რომ ქალისთვის ეს აქტი არ იყო პირველი. რეალობა: სისხლდენის სიძლიერე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის აპკის სისქეზე. არსებობს შემთხვევები, როცა სისხლდენა ძალიან ძლიერია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეუმჩნეველია. ასევე, ელასტიკური აპკის არსებობისას, პირველი სქესობრივი აქტის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში სისხლდენა არ ფიქსირდება. ელასტიკური აპკი პენეტრაციისას შესაძლოა მცირედ დაზიანდეს, ან მშობიარობამდე დაუზიანებელი დარჩეს. აქედან გამომდინარე, დეფლორაციისას სისხლდენის არარსებობა არ გამორიცხავს ქალწულობას და აპკის დაუზიანებლობა (ელასტიკური აპკის შემთხვევაში) არ ნიშნავს ქალწულობას (წარსულში სქესობრივი აქტის არქონას). აპკის მდგომარეობის დადგენა შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, გინეკოლოგებს ეკრძალებათ აპკის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ცნობების გაცემა. მითი 2: აპკის გარღვევა მხოლოდ პენეტრაციითაა შესაძლებელი. რეალობა: ადრეულ ასაკში სპორტულად აქტიურ გოგონებს შესაძლოა აპკი დაუზიანდეთ სპორტული აქტივობის შედეგად, განსაკუთრებით ეს ეხება ველოსპორტით, ცხენზე ჯირითით, აკრობატიკით დაკავებულ გოგონებს. მითი 3: დეფლორაციისას გამორიცხულია დაფეხმძიმება, შესაბამისად არ არის აუცილებელი თავდაცვა. რეალობა: პირველი აქტის დროსაც, ისევე როგორც შემდგომში, კონტრაცეპტივების გამოყენება აუცილებელია. გამოიყენე კონდომი, თუმცა თუ ალერგიული ხარ, გაითვალისწინე ისიც, თუ რა მასალისგან დამზადებულ კონდომს მოიხმარს შენი პარტნიორი. მითი 4: მასტურბაციის შედეგად აპკი აუცილებლად ზიანდება. რეალობა: მასტურბირება საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ საკუთარი სხეული, გავიგოთ, რა მოგვწონს, რათა მომავალში პარტნიორს კარგად ავუხსნათ რა გვსიამოვნებს და რა – არა. როგორც ვუდი ალენმა თქვა, “მასტურბაცია არის სექსი მასთან, ვინც გიყვარს”. გიყვარდეს საკუთარი თავი. ამაში ცუდი არაფერია. ამასთან, თუ მასტურბაციის დროს აპკის გარღვევით პენეტრაცია არ ხდება, აპკი არ ზიანდება. მითი 5: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა შეუძლებელია. რეალობა: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. პირველი სექსის დროს შექმნილი განწყობა, ნერვიულობა, გამოუცდელობა ხშირად აფერხებს ქალის სიამოვნებას. თუმცა, ორგაზმის განცდა გარკვეულ შემთხვევებში არ გამოირიცხება. 5972 1-ს მოსწონს |
სტატია კი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც შემეცნებითი და საინტერესოა.