საზოგადოებრივი ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის ეპიდემია" ევროპაში 2019, 13 თებერვალი, 1:29 1518 წელს ევროპას თავს დაატყდა ძალიან უცნაური ეპიდემია, რომელსაც "მოცეკვავე ჭირი" ეწოდა. ყველაფერი სტრასბურგის ქუჩებში დაიწყო, სადაც მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ფრაუ ტროფეა, რომელიც შეშლილივით ცეკვავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ცეკვა გრძელდებოდა და მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. პირველი კვირის განმავლობაში ეს სინდრომი შეეყარა 34 ადამიანს, ხოლო ერთი თვის თავზე ამ დაავადების მსხვერპლთა რაოდენობამ 400 ადამიანს მიაღწია. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა - ადამიანი სრულიად მოულოდნელად იწყებდა შეშლილ როკვას და იქამდე ცეკვავდა, სანამ ორგანიზმის სრულად გამოფიტვისგან არ მოკვდებოდა. ეს საოცარი შემთხვევები ქალაქ სტრასბურგში 1518 წელსვე დასრულდა და სხვა ქალაქებს აღარ მოსდებია, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზუსტად იგივე "ჭირმა" იფეთქა უკვე ფლანდრიაში, ხოლო მცირე ეპიდემიური აფეთქებები ევროპაში შეინიშნებოდა მე-18 საუკუნის ბოლომდე. "მოცეკვავე ჭირის ეპიდემიას" მეცნიერები დღემდე ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან. ასევე დაგაინტერსებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე2. 160 სამეცნიერო სტატია3. ქართული მითოლოგია - დალი4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებავტორი: თორნიკე ფხალაძე209 2-ს მოსწონს
|