საზოგადოებრივი ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ 2019, 13 თებერვალი, 0:23 ნიკოლა ტესლას ჩამოართვეს ინტერვიუ 1899 წელს, სადაც მან ისაუბრა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე საკმაოდ კრიტიკულად. გთავაზობთ ამონარიდს ამ ცნობილი ინტერვიუდან, რომელსაც ჰქვია "ყველაფერი არის სინათლე": "გახსოვდეთ, ეს არ არის მრუდე წრე, არამედ ეს არის ადამიანური გონება, რომელსაც არ შეუძლია გაიგოს და ჩაწვდეს უსასრულობასა და მუდმივობას. ფარდობითობა, როგორც ცნება და როგორც თეორია თავად მის შემქმნელს (აინშტაინს) რომ სწორად გაეგო ის უკვდავებას მიაღწევდა, ფიზიკურ უკვდავებასაც კი, თუ ეს ენდომებოდა. მე ვარ სინათლის ნაწილი და ეს არის მუსიკა. სინათლე ავსებს ჩემს ექვსივე გრძნობას. ვხედავ, ვგრძნობ, ვიყნოსავ, ვეხები და ვიგემოვნებ. ფიქრი კი ჩემი მეექვსე გრძნობაა. სინათლის ატომები - ეს დაწერილი ნოტებია. სინათლის ერთი სხივი - სიმფონიაა. სინათლის ათასი სფერო კი - მთელი სიმფონიური ორკესტრი. რიცხვები და განტოლებები არის ნიშნები, რომელიც სფეროთა მუსიკას აღნიშნავს. აინშტაინს რომ ეს ბგერები მოესმინა, ის აღარ დაწერდა ფარდობითობის თეორიას. ეს ბგერები წარმოადგენს გზავნილებს გონებისათვის - რომ სიცოცხლეს აქვს აზრი, რომ სამყარო სრულყოფილ ჰარმონიაში არსებობს და რომ მისი სილამაზე არის შესაქმის მთავარი შედეგი. უმცირეს ვარსკვლავს აქვს დასრულებული კომპოზიცია და ასევე, ის არის კოსმოსური სიმფონიის ნაწილი. ნიუტონი მიხვდა, რომ საიდუმლო კოსმოსური სხეულების გეომეტრიულ განლაგებასა და მოძრაობაშია. მან გააცნობიერა, რომ სამყაროში არსებობს ჰარმონიის უზენაესი კანონი." ასევე დაგაინტერსებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე2. 160 სამეცნიერო სტატია3. ქართული მითოლოგია - დალიავტორი: თორნიკე ფხალაძე654 2-ს მოსწონს
|