x
image
ზოგადი განათლება
ოლღა ილიაზე: '' კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!...''

ოლღა გურამიშვილი & ილია ჭავჭავაძე


image


''კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!''- წიწამურზე ამ სიტყვებით შეეგება მკვლელებს ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და მეუღლეს მკერდით გადაეფარა. მკვლელებმა ოლღას თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ქალი ღელეში გადააგდეს. ოლღას ილიას უკანასკნელი სიტყვები ჩაესმის ყურში:''რამ გაგაგიჟათ, ხალხო, რა გინდათ?!''



ოლღა გურამიშვილი, ილიას მკვლელობიდან ოთხი თვე, საავადმყოფოში იწვა. ილიას სიკვდილს უმალავდნენ. მერე კი თბილისში, მთაწმინდის უბანში დასახლდა, რომ მეუღლის საფლავზე ყოველდღე ევლო. ოლღას საოცარი გლოვის მომსწრე და თვითმხილველი ბევრი ადამიანი იყო. ხედავდნენ, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარი მთაწმინდისკენ როგორ იყურებოდა და ჩურჩულებდა: ''მოვდივარ, ილია, მოვდივარ''.


ერთ დღეს ნახეს, საწოლთან დაჩოქილმა, ბალიშის ქვემოდან როგორ გამოიღო ილიას სურათი, კოცნიდა და თან იძახდა: ''ჩემო მფარველო, ჩემო სიცოცხლე, სადა ხარ, სადა?''



image


ოლღა გურამიშვილი ''წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების'', ''ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა'' და „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების“ წევრი იყო.

იოსებ იმედაშვილმა ოლღას დაკრძალვაზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა:''ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა..."


image

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0