x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
11 წლის უსახლკარო გოგონა ქუჩაში იყინება და დახმარებას ითხოვს - სოციალური ექსპერიმენტი გამაოგნებელი შედეგით!

როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, როდესაც ქუჩაში დაინახავდით კუთხეში ატუზულ გოგონას, რომელიც ცუდი ამინდის პირობებში დახმარებას ითხოვს? - ალბათ შეძლებისდაგვარად დაეხმარებოდით, თუმცა ნაგულისხმევ სიტუაციაში ყველაფერი სხვაგვარად იყო.


გასული წლის დეკემბრის თვეში, საინტერესო სოციალური ექსპერიმენტი ჩატარდა. 11 წლის გოგონა ქუჩაში, სიცივეში ერთ კუთხეში იჯდა და დახმარებას ითხოვდა. მას ხელში ეკავა მუყაოს ქაღალდი წარწერით: "უსახლკარო და მშიერი... გთხოვთ დამეხმარეთ". რა თქმა უნდა, ექსპერიმენტის შესახებ არავინ იცოდა, გოგონა იმდენად კარგად თამაშობდა თავის როლს, რომ თვით ექსპერიმენტატორებსაც ეჭვი შეეპარათ.


image


სამწუხაროდ, 11 წლის გოგონას დახმარების სურვილი არავის ჰქონდა. მას გვერდი ძალიან ბევრმა მოხუცმა და ახალგაზრდამ აუარა. რამოდენიმე საათში მასთან გაჩერდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც თავი მხოლოდ გოგონას დამშვიდებით დაიკმაყოფილა. შემდეგში ისევ ქალბატონი გაჩერდა მასთან, წინამორბედისგან განსხვავებით, მან გოგონას ფული აჩუქა და გულგრილად დატოვა გოგონა სიცივეში.


ამის შემდეგ, ექსპერიმენტის მესამე მსხვერპლი ჩნდება, ნამდვილი ადამიანი, რომელიც ადამიანური საქციელით ნამდვილად გამოირჩეოდა. ქალბატონი მიუახლოვდა გოგონას, წაიკითხა მუყაოს ქაღალდზე აღბეჭდილი წერილი და გადაწყვიტა გოგონას დახმარება - ჯერ საკვები მიუტანა, შემდეგ ჯიბიდან 20 დოლარიანი ამოიღო და მიაწოდა. მან გოგონას გამოკითხვა სცადა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. კეთილშობილი ქალბატონი გოგონას მარტო არ ტოვებდა, ექსპერიმენტატორებს ქალბატონის საქციელი ძალზედ აკვირვებდათ, რადგან ის საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, თითქოს გოგონასთვის უფრო მეტის გაკეთება სურდა, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო.


image


როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონას ერთადერთი დამხმარე ასევე უსახლკარო ქალბატონი ყოფილა. მას დღის განმავლობაში გამომუშავებული ჰქონდა 30 დოლარი. აქედან 10 დოლარის საკვები უყიდა მცირეწლოვან გოგონას და 20 დოლარიც ნაღდი ფულის სახით აჩუქა. დახმარების სხვა საშუალება, რომ არ ჰქონდა, გადაწყვიტა დაღამებამდე გოგონასთან დარჩენილიყო . ამ საქციელმა ექსპერიმენტის რეჟისორი და დირექტორი გააოგნა. ისინი მივიდნენ ქალბატონთან და ამცნობეს სოციალური ექსპერიმენტის შესახებ. მას ფულს და საკვებს უკან უბრუნებდნენ, თუმცა ქალბატონმა ცივი უარით გაისტუმრა ისინი: "მე ეს ჩემი სურვილით გავაკეთე და არ აქვს მნიშვენლობა, ეს იყო თუ არა უბრალოდ დადგმა".


image



12 საათიანი ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ უსახლკარო და მშიერ გოგონას ისევ უსახლკარომ გაუწია დახმარება. ექსპერიმენტატორებმა უსახლკარო ქალს თავშესაფარი მოუძებნეს და სამსახურსაც შეჰპირდნენ.


მოკლედ ასეა რეალური ცხოვრება! გაჭირვებულის მხოლოდ გაჭირვებულს ესმის. სიკეთე გადამდებია!!!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>




სიმფსონების რეალურად ახდენილი 6 წინასწარმეტყველება!


image



10 საინტერესო ფაქტი სფინსქის კატის შესახებ!

image



უფასო სასწრაფო დახმარება ცხოველებისთვის - სამაგალითო საქციელი მექსიკელებისგან

image



როგორი იქნება 2019 წელი მერწყულებისთვის?

image



კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით...

image



მცენარე, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს: ყველაფერი კურკუმას შესახებ!

image



9 სასიცოცხლო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული განიცდის B6 ვიტამინის დეფიციტს - მიიღეთ ზომები

image

2
664
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
664
  
2019, 19 თებერვალი, 1:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2