x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
წერილი ლიბერალს. პასუხი დავით აღმაშენებლის შეურაცხყოფაზე
image


წერილი ლიბერალს


ახლახანს ვინმე რიგითი ლიბერალის, თამარ კარელიძის სტატია ვნახე დავით აღმაშენებელთან დაკავშირებით და არ შემეძლო არ მეპასუხა. წერილი ჩვეულ ლიბერალურ სტილშია ნაწერი. ლიბერალების მხრიდან რომ ქართველი ერის ზარმაცად, მოძალადედ, ქურდად, მკვლელად და არაადამიანად დახატვის მცდელობა რასიზმად კარგა ხანია აღარ ითვლიბა, ეს უკვე ახალი ამბავი არ არის. მსგავსი ფრაზებით რომ რომელიმე ქართველმა სხვა ერის წარმომადგენელი შეამკოს, სწორედ ეს ლიბერალები ჩაქოლავენ პირველ რიგში და უმალ რასისტად, ქსენოფობად და კაცთმოძულედ შერაცხავენ. ამიტომაც, როდესაც ვინმე იტყვის ლიბერალი ვარო, ისევე როგორც ქართველების უმრავლესობა, მეც ეჭვის თვალით შევხედავ და თვალწინ რომელიღაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოში მომუშავე გრანტისმჭამელი „ენჯეოშნიკი“ წარმომიდგება. ამ დროს გავიფიქრებ: „ნუთუ მართლა ლიბერალია, თუ რიგითი ქართველთმოძულე ფსევდოლიბერალი? პასუხი სამწუხაროდ ყოველთვის ერთი და იგივეა.


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პოსტის შინაარს მივყვეთ, რომელიც გარდა ქართველთმოძულის პათოსისა, სავსეა ზედაპირულობით, საკუთარი ისტორიის არცოდნით და ლიბერალური დემაგოგიით. პოსტის ქალბატონი ასეთი ბრძნული კითხვით იწყებს:


„სულ მიკვირს, რატომ ზეიმობენ ადამიანები ვიღაცების გარდაცვალების დღეს. მაგრამ მერე მახსენდება, რომ საქართველოში ვცხოვრობ. წეღან, სამსახურიდან რომ გამოვედი, ქუჩაში ხალხი იდგა და შენს ფოტოებს არიგებდა. ალბათ, ბევრს იცინებ, როცა გაიგებ, რომ მაგ ფოტოებში თავზე შარავანდედი გადგას და, საერთოდ, წმინდანი ხარ“.



გავცეთ პასუხი:


ქალბატონო თამარ გარდაცვალების დღეს რატომ ზეიმობენ, მაგას ვერც ვერასოდეს გაიგებ, რადგან შენი მოკლე ჭკუით საკითხი არასწორად გაიგე. გარდაცვალების დღეს კი არ ვზეიმობთ, ხსენების დღეს აღვნიშნავთ, რითაც პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფეს. ხოლო რატომ უნდა იცინოს დავით აღმაშენებელმა მისი წმინდანად შერაცხვის გამო, ეს ჩემთვის გაუგებარია. წმინდანად იმ ადამიანებს რაცხავენ, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის და ეკლესიის წინაშე, ხოლო დავით მეფეს რომ უდიდესი დამსახურეება აქვს ამაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება. ეს დიდი პატივია ნებისმიერი მეფისთვის და მის დაფასებას ნიშნავს. საერთოდ ჩემთვის გაუგებარია, ამ ბოლო დროს ათეისტების პროტესტი იმაზე, თუ რატომ შერაცხეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ილია ჭავჭავაძე და სხვები წმინდანებად? უკაცრავად, მაგრამ, თუ ქრისტიანი არ ხარ და ათეისტი ხარ, ვინ გეკითხება ეკლესია ვის შერაცხავს წმინდანად? შენ ხომ მაინც არ გწამს? ასე რომ, შენს ათეისტურ რწმენას მიხედო, შენს ტყავში დაეტიო და სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაჰყო, უკეთესი იქნება.


სტატიას ჩვენი ლიბერალი ასე აგრძელებს:


„გადაბრუნებულს საპატრიარქოზე არავის არაფერს ვპატიობთ, 27 მილიონს ვუხდით ჩვენი ჯიბიდან და მზად ვართ, ცოცხლად გავგლიჯოთ ადამიანი, რომელიც დაინტერესდება, რაში იხარჯება ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფული. ამავდროულად, გაღმერთებთ შენ, როგორც საუკეთესო მმართველს საქართველოს ისტორიაში და რუის-ურბნისი გვავიწყდება, აი, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნისათვის საშიში და გაზულუქებული სასულიერო პირები რომ შეყარე და წოდებები აართვი“.


ამ აბზაცში ისეთი დრამატიზმი და „სისხლიანი სცენები“ აქვს ჩაქსოვილი, „ბლოკბასტერი“ სცენარისტსაც შეშურდება და არ დავუკარგოთ. უკაცრავად, მაგრამ საპატრიარქოს დაფინანსების თემაზე უამრავჯერ ყოფილა კამათი, რა თქმა უნდა, შენნაირების მხრიდან და შენდა სამწუხაროდ, არავინ შუაზე ცოცხლად არ გაუგლიჯავთ. ეტყობა არ იცი, რომ ქრისტიანობის გარდა საქართველოში მუსლიმური თემიც და სხვა რელიგიური კონფენსიებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და თუ ეკლესიას შეუწყვეტ დაფინანსებას, გამოდის რომ მუსლიმურ თემსაც უნდა შეუწყვიტო, აქ კი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებით და ამას როგორ შეეგუება თქვენი ფსევდოლიბერალური, ქრისტიანოფობიური ბუნება არ ვიცი, თუმცა არც მაინტერესებს, ეგ თქვენი პრობლემაა. „სიმწრით ნაშოვნ ფულზე“, რატომ არ ახსენდებათ ურეიტინგო პირველი არხის 60 მილიონიანი დაფინანსება, პრეზიდენტის აპარატის 10 მილიონიანი ბიუჯეტი, ან ისეთი მედიის და არასამთავროების დაფინანსება, რომელშიც თვითონ ხარ დასაქმებული, ისედაც გასაგებია. ისე, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ დავით აღმაშენებელი, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების გამო ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს დასჯიდა და არაა შენნაირ უცხოეთიდან დაფინანსებულ „მსტოვრებს“, ან ჩვენი პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის დაჭერილ დეკანოზ, გიორგი მამალაძეს? რომელსაც ასე გამალებით იცავთ თქვენ, მთელი რუსთავი ორი და თქვენი იდეოლოგიური და-ძმები?


შემდეგი ფრაზა დეტალურ განხილვას, ისტორიის ცოდნას და ანალიზს მოითხოვს


„შენი კავშირები ჯვაროსნებთან დღემდე სალაპარაკოდ გვაქვს. სიამაყით ვამბობთ, რომ ქართველები იბრძოდნენ ჯვაროსნულ ომში და "ფრანგები" კი - საქართველოში. ასეთ საერთაშორისო მისიაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, დღესაც არიან ჩვენი მეომრები. მაშინაც ბევრს არ ესმოდა, რატომ უშვებდი ქართველებს “სხვის ომში” როცა შენი მოსაგები გქონდა? ჩვენთან ამბობენ, რომ მთავრობა ქართველ ბიჭებს ხოცავს არაფრის გულისთვისო, რა გვინდა ერაყსა და ავღანეთშიო. მივხედოთ ჩვენს ქვეყანასო. აი, ვერაფრით დააჯერებ, რომ ისინი იქ, ჩვენს ქვეყანას იცავენ. არადა, შენც ხომ იცი, რომ ასეთ დროს “სხვისი ომი” არ არსებობს და იმ უცხო მიწაზე ქართველი ჯარისკაცები ქვეყანას სჭირდება“.


უკაცრადავ ჩემო „განათლებულო ლიბერასტო“ ამას რომ გახსენებ, მაგრამ 8 ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო მუსლიმთა კოალიციის წინააღმდეგ და არც ერთში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი, ლაშა-გიორგი ემზადებოდა მე-5 ჯვარუსნული ლაშქრობისთვის და მონღოლთა შემოჭრის გამო ვეღარ მოახერხა. ერაყში და ავღანეთში ბრძოლა კი ნამდვილად არ არის საქართველოსთვის ბრძოლა და მისი გაიგივება დავითის და ჯვაროსნების კავშირთან არის სისულელე. დავითი და ჯვაროსნები იმ დროს საერთო მტერს ებრძოდნენ – სელჩუკებს, რომლებიც საქართველოს ესხმოდნენ თავს, დღეს კი ჩვენი მტრები ერაყელები და ავღანელები ნამდვილად არ არიან. ისინი არ შემოჭრილან საქართველოში და ერთადერთი რაც უნდათ, ის არის, რომ თავიანთ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრონ, რუსეთის და ამერიკის ოკუპაციური ძალების გარეშე. დასავლეთის ინტერესები კი არ შეცვლილა. მთავარი მოტივი ამერიკელების ერაყში და ავღანეთში ბრძოლის, იგივეა რაც ჯვაროსნებს ჰქონდათ აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს – გამდიდრების სურვილი და კონტროლი სხვა ბუნებრივ რესურსებზე. ამიტომ ამ ომს ნამდვილად ვერ ჩავთვლი საქართველოს ომად. ქართველი სამხედროებს ისეთივე საზარბაზნე ხორცად იყენებენ აღმოსავლეთის დაპყრობით ომებში, როგორც მონღოლები მიერეკებოდნენ დაპყრობილი საქართველოდან ქართველებს ეგვიპტის სასულთნოსთან საბრძოლველად. თუ ეს ასე არ არის და ვცდები, იქნებ მითხრათ, ასობით ჩვენი ჯარისკაცი რომ დაიღუპა ერაყსა და ავღთანეთში და 300 დაინვალიდდა, დასავლეთის ერთი ჯარისკაცი მაინც თუ დაიღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში 2008 წელს? თუ იმისთვის ვწირავთ ამდენ ჯარისკაცს რომ ომის დროს დასავლეთმა ღრმა შეშფოთება გამოხატოს? როცა ჩვენს ქვეყანას „კარიბჭესთან“ ასე ახლოს ჰყავს მტერი, ისედაც მცირერიცხოვანი ჯარიდან 2000 გამორჩეული ჯარისკაცის გაგზავნა 1000 კილომეტრის იქით უგუნურება ხომ არ არის? აკი ვიწვნიეთ კიდეც ეს შედეგი 2008 წელს, როცა ჩვენი ჯარის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, ზოგი დაჭრილი, დაღუპული და დაფანტული რომ იყო და რუსები წინ მიიწევდნენ, შემაჩერებელი ძალა ძალიან მცირე გვაყვდა და ყველაზე მეტად იმ დროს დაგვჭირდა 2000 ქართველი ჯარისკაცი, თავდაცვით პოზიციებზე რომ განგველაგებინა. მართალი ხარ იმაში, როცა წერ, ქართველი ჯარისკაცები ქვეყანას ჭირდებაო, მაგრამ ვგონებ, ქვეყანაში შენს სამშობლოს ამერიკას გულისხმობ, საიდანაც დაფინანსება გაქვს ჩვენო ლიბერალო და არა საქართველოს.


აქ კი ისეთ სისულელეს წერ და ფაქტების ისეთ უვიცობას ავლენ, ნამდვილ ლიბერალს რომ შეფერება


„ჰომოფობია და ქსენოფობია დღესაც აქტუალურია ჩვენთვის. იცი რა ამბები იყო ინდოელი და ირანელი ფერმერების ჩამოსვლისას? აქ მიწები მიტოვებული იყო, ქართველებს დამუშავება ეზარებოდათ, უცხოელები ჩამოვიდნენ და ამათ იუკადრისეს, უცხოტომელმა რატომ უნდა იმუშაოს ჩვენს მიწაზეო?!. თუმცა რას გიყვები, ვინ იცის, რა დღეში იყავი 40 ათასი ყივჩაღი რომ ჩამოასახლე, რამდენ ქვასა და ტალახს გესროდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, ლიბერალიც იყავი. ტოლერანტობაო, უცხოელებისათვის დაბალი გადასახადების დაწესებაო, რელიგიური უმცირესობების დაცვაო... ასეთ ხალხს ახლაც უჭირს საქართველოში და მაშინ რა იქნებოდა... „


თამარ, 40 000 ყივჩაღი რომ ჩამოასახლა დავითმა, პირველ რიგში მტრებთან საბრძოლო ძალად ჩამოასახლა და ისე დაასახლა, რომ მალე ქართველებში ასიმილაცია მოეხდინათ. ვინ გითხრა, რომ მომთაბარე წესით მცხოვრები ყივჩაღები მიწათმოქმედ ქართველებს ადვილად შეეგუენ? ან ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი“ არ წაგიკითხავს, ან საქართველოს ისტორიის წიგნი არ გადაგიშლია? დავითის გარდაცვალების შემდეგ ველური ყივჩაღები ქართველებს დაერივნენ, შირვანში ლაშქრობის დროს მტრის მხარეზე გადავიდნენ და ამის გამო ქართველთა ბანაკში ქართველებს და ყივჩაღებს შორის ბრძოლა ატყდა. მალე ქალების გაუპატიურებაც დაიწყეს, ანუ ის პროცესები წავიდა, რაც დღეს გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარეობს ლტოლვილების მონაწილეობით. მონღოლების ლაშქრობის შემდეგ კი, როგორც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, ყივჩაღები აიყარნენ საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ მონღოლებთან ერთად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ქართველებს 9 შვილი ჰყავდათ, ახლა კი დაღუპვის პირას მისულ ერს ასიათასობით მიგრანტს რომ ჩამოუსახლებ, ეს აუცილებლად გამოიწვევს ერის სიკვდილს. ამის მომხრე რომ საქართველოს მტერია და ქართველი ერის განადგურება უნდა, ამას ყველა ხვდება.


აქვე ჩვენი ქართველთმოძულე ლიბერასტი აგრძელებს


„ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, ლიბერალიც იყავი. ტოლერანტობაო, უცხოელებისათვის დაბალი გადასახადების დაწესებაო, რელიგიური უმცირესობების დაცვაო... ასეთ ხალხს ახლაც უჭირს საქართველოში და მაშინ რა იქნებოდა.სანაძლეოს დაგიდებ, ასეთი ორმაგი სტანდარტების მქონე გადაგვარებული ქართველობა არასოდეს გინახავს.“


დავითი მგონი ლიბერალი იყოო, ტოლერანტობაო, უცხოელებისათვის დაბალი გადასახადების დაწესებაო, რელიგიური უმცირესობების დაცვაო ... ისა და შენ თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდა თუ რინგზე მოგივიდა ეგ დაპლანვაო? ესაო და ისაო, ზედაპირულად რომ მიედმოედები და ღმად არ განიხილავ საკითხს, მაგიტომ ხარ უწიგნური, დემაგოგი ლიბერალი. ილიას ლიბერალობა არ იკმარეს. კაცის, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კონსერვატორი იყო და ლიბერალებს პირდაპირ ვირეშმაკებს და ცრუპენტელებს უწოდებს თავის წერილებში და ახლა დავით აღმაშენებელიც გაალიბერალეს. ისა და, ლგბტ უფლებების დამცველიც ხომ არ ყოფილაო დავითიო, თუ მაგათ როგორც ისტორიკოსი გვეუბნება, პირდაპირ ძელზე სვამდაო? ჰა რას იტყვი, ახლაც ფიქრობ, რომ ლიბერალი იყო? მუსლიმებს იმიტომ ხომ არ დაუწესა დაბალი გადასახადი, რომ ყოვლისშემძლე არ იყო და არ უნდოდა ისედაც პატარა ქვეყანაში რამდენიმე ათასი დაპირისპირებული მუსლიმი ჰყოლოდა, როცა მთელ მუსლიმურ კოალიციას ებრძოდა საზღვრებს გარეთო? ან ქართველი არატოლერანტი, სხვა ერების მჩაგვრელი და რელიგიური უმცირესობების მდევნელი როდის ყოფილაო, იქნებ შეგვახსენო ქართველთმოძულე არარაობავ? როცა წერ, სანაძლეოს დაგიდებ, ასეთი ორმაგი სტანდარტების მქონე გადაგვარებული ქართველობა არასოდეს გინახავსო, ალბათ, პირველ რიგში, შენს თავს და შენს იდეოლოგიურ და-ძმებს გულისხმობ, რაშიც გეთანხმები.


როცა წერ, ქართველებს ხელის განძრევა არ უყვართ და მუშაობა ეზარებათო, მიწას არ უვლიან და არც უცხოელებს აძლევენ მოვლის საშუალებასო. იმას რატომ არ ამბობ, რატომ აღარ ამუშავებს ქართველი გლეხი მიწას? შენნაირმა ლიბერალმა ხელისუფლებამ რომ გაანადგურა სოფლის მეორნეობა და მოსავლის მოყვანას აზრი რომ აღარ აქვს, წაგებაში რომ მიდის გლეხი კაცი და აღარ უღირს ამდენი ხარჯები, მთავრობას თურქეთიდან რომ შემოაქვს ხილ-ბოსტნეული და ქართველი გლეხს კონკურენტს რომ უჩენს ქვეყანაში, ამის ბრალი ხომ არ არის სოფლის მეურნეობის დაქცევა? იქნებ ჩემი სიტყვების სიმართლეში დასარწმუნებლად სტატისტიკა გენახა, სადაც ნაჩვენებია, რომ უცხოელებსაც „ეზარებათ“ ქართული მიწის დამუშვება და მათ მიერ შესყიდული მიწის მხოლოდ 20% რომ არის დამუშავებული, რადგან მოგებას ვერც ისინი ნახულობენ. ყველაფერს რომ ასე ზედაპირულად უდგები და ღრმა ანალიზი შენი ტვინის შესაძლებლობებს აღემატება, ფაქტია.


რომ წერ, ამათ ჰგონიათ ევროპა რყვნისო, ასე ნამდვილად არ გვგონია. ზუსტად თქვენ ცდილობთ ლიბერალებო ევროპა გარყვნილების ბუდედ დახატოთ. თქვენ ამბობთ, რომ ევროპა ლგბტ პროპაგანდაა, რომ ბავშვის გოგოდან ბიჭად და ბიჭიდან გოგოდ გადაკეთება ნორმაა, რომ ქრისტიანების მასხრად აგდება, წმინდანების შეურაცხყოფა და მათი პრეზერვატივზე დახატვა ნორმაა. ამის შემხედვარე საღად მაოზროვნე ქართველი კი ფიქრობს: „ჯანდაბა, თუ ევროპა მართლა ეს არის, მიმიფურთხებია ასეთი ევროპისთვისო!“ და მართალიც არის. ყველაზე მეტად თქვენ ახდენთ ლიბერალებო ევროპის დისკრედიტაციას და შემდეგ ამას „რუსულ პროპაგანდას“ აბრალებთ. სინამდვილეში კი, ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ გაუტეხს ევროპას ისე სახელს, როგორც თქვენ თავად უტეხთ. ევროპა კი არა, თქვენნაირები რყვნიან და გონებას უწამლავენ მომავალ თაობებს. ჩვენთვის დასავლეთი, შექსპირთან, გოეთესთან, შილერთან, ნიცშესთან, დანტესთან, არისტოტელესთან, პლატონთან, სოკრატესთან და სხვა დიდ მოაზროვნეებთან ასოცირდება. ჩვენ ასეთ ევროპას ვხედავთ და ასეთი ევროპა გვინდა.


image


ჩვენ არ ვართ ქსენოფობები და არ ვფიქრობთ, რომ ჰოლოკოსტის გამო ყველა გერმანელი ნაცისტი არამზადაა. ასევე არ ვფიქრობთ, რომ ინკვიზიციის გამო ყველა ესპანელი სამარცხვინო და მკვლელია, ან ყველა ნორვეგიელი 82 ბავშვის მკვლელი ბრეევიკია. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ერს ჰყავს კარგი და ცუდი შვილები. თქვენთვის კი ყველა ქართველი ზარმაცი, ბნელი, მკვლელი, ქურდი და არადამიანია. სწორედ ამიტომ თქვენ თვითონვე ხართ ლიბერალებო ყველაზე მეტი ჰომოფობებიც, ქსენოფობებიც და არაადამიანებიც.


image


ჩვენ თამარ მეფეს პრეზერვატივზე არ ვახატავთ. ჩვენ დავით აღმაშენებელს შენსავით, დათუჩათი ან დათუნათი არ მოვიხსენიებთ, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფეს და ვისაც პატივს ცემენ, იმათ კნინობითი ფორმით არ მიმართავენ და არც მასხრად იგდებენ. აქედან გამომდინარე, ვის დააჭრიდა დავით აღმაშენებელი ქუსლებს და ვის გასვამდა ძელზე, ჩვენ თუ შენნაირ ქართველთმოძულე ლიბერალს თაკუნია, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ))


პატივისცემით, ქართველი ერი

ლიბერალის წერილი შეგიძლიათ ნახოთ აქ > > >









5
569
3-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
569
  
2019, 14 თებერვალი, 14:06
გარემოვაჭრეებს არ ვგულისხმობ. ჩემს ჯვრისწერაზე სვეტიცხოველში, პირდაპირი მნიშვნელობით ტყავი არ გაგვაძრეს, მხოლოდ ფინანსურად "ჩამოგვპარსეს" რა!.. და შორსაა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან ყოველივე ეს!.. და გულისამრევია!..და ზუსტად მაგისთანებს დაერია ჩვენი უფალი იესო ქრისტე იერუსალიმის ტაძარში... და სადაც ნამყოფი ვარ, ყველა დიდი ტაძარში იგივე ხდება!!!
და ეს იმ „ლიბერასტების“ სალაპარაკო რატომ გახდა(გავხადეთ)? და წმინდა მამა გაბრიელი, მისი მოძღვარი მამა გიორგი და სხვა ბერები წლების განმავლობაში რატომ „ჭირვეულობდნენ“ ჩვენი საპატრიარქოს მსოფლიო ეკუმენისტურ საბჭოში ყოფნის გამო? მხოლოდ მათი დაუძინებელი წინააღმდეგობის შედეგად 8 წლის მერე გამოვედით.
ეს რაც ფაქტებია, ჭორებსა და დაუზუსტებელ ამბებზე არ დავალ, თუმცა „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო“, ნათქვამია ჩვენი წინაპრების მიერ.
და ბოლოს, მე ყოველივე ამას ვამბობ, თავშიც ვთქვი, როგორც ერთი რიგითი ქართველი და გულწრფელად მტკივა, რასაც ვამბობ, და ნეტამც არ იყოს სათქმელი...
2019, 14 თებერვალი, 14:02
თანაც, რამდენადაც ვიცი, ჯარში „ტაციაობაა“ ავღანეთში წასვლაზე, ფინანსური დაინტერესების გამო და არც ეს დაგვავიწყდეს. ისე, ჩვენში დარჩეს და გულწრფელად, ვინმე ფიქრობთ, რომ 2008-ში ის 2000 კაცი შეცვლიდა დედამ...ლი პუტინის დაგეგმილ და იმ ჩვენი ცუნდრუკა პრეზიდენტის დახმარებით(ნებით თუ უნებლიედ?!), უკვე განხორციელებაში მოყვანილ გეგმას?
3) და მთავარი! ამ თემაზე საუბრის დაწყებამდე, ვიტყვი, რომ მორწმუნე ადამიანი გახლავართ, თუმცა სამწუხაროდ, არა დოგმატური კუთხით, მაგრამ ეკლესიაში კი დავდივარ. იმდენიც ვიცი, რომ განკითხვა ცოდვაა და მით უმეტეს მე, არ მაქვს უფლება საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ წარმომადგენელი განვიკითხო.
მაგრამ,.. საქმე ეხება ჩვენს საპატრიარქოს, მე არ ვიცი დავით აღმაშენებელი ვის დასჯიდა და პრინციპში, რუის-ურბნისში ოფიციალურად მას არც ვინმე დაუსჯია, სულცხონებული გიორგი ჭყონდიდელის თაოსნობით ჭეშმარიტმა მამოებმა ჰქმნეს საქმნელი. მაგრამ დღევანდელ ჩვენს საპატრიარქოში რაც ხდება, მე პირადად ვთვლი, რომ განმეორებითი რუის-ურბნისის კრება კი არ სჭირდება, აუცილებელია! სვეტიცხოველი, ალავერდი, გელათი და მრავალი სხვა ტაძარი აღებ-მიცემობის, ვაჭრობის, ლამის ცენტრადაა ქცეული.
2019, 14 თებერვალი, 14:00
White knigth - კარგია, ქართველი ხალხის სათქმელი გადმოეცით. ამ „ლიბერალებს“ ანუ „ენჯეოშნიკებს“თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე მახინჯი წარმოდგენა აქვთ და თქვენი მაინც გაიგონ, იქნებ!
თუმცა როგორც ერთი რიგითი ქართველი, რამოდენიმე საკითხის გარშემო არ ვეთანხმები სტატიას და მინდა გაგიზიაროთ.
1) ურეიტინგო პირველი არხი - რეიტინგული არხები, ასეთად რომელიც ითვლება, თავიანთ პოპულრობას ე.წ. შოუების (ქართულად სანახაობა) და სერიალების ხარჯზე ზრდიან, თორემ ყველაზე ობიექტური „პალიტრა“, მაინც და მაინც დიდი რეიტინგით ვერ დაიკვეხნის. ამ სანახაობებს ქართულად მოლაპარაკე ადამიანთა უმრავლესაობა უყურებს, თუმცა არის თანამედროვე ქართველთა გარკვეული ნაწილი, რომელთათვისაც ეს მიუღებელი თუ არა, უინტერესოა. პირადად მე, ვამჯობინებ „ურეიტინგო პირველი არხის“ „ცოდნის თაროს“, ან „42 პარალელს“ ან თუნდაც „მარტივ ლოგიკას“, „ერკიულ პუაროს“ და ა.შ. ვუყურო, ვიდრე მარაზმითა და ჭორიკანობით სავსე ამ შოუებს, მიუხედავად მათი რეიტინგისა, ანუ რეიტინგით ვერ განსაზღვრება არხის „სიმწიფე“ და ის 60 მილიონი ლარი მთლად გადაყრილად არ მიმაჩნია, ამ არხის „ნიუსების“ არაკომპენტეტურობის-და მიუხედავად.
2) თუ იმისთვის ვწირავთ ამდენ ჯარისკაცს რომ ომის დროს დასავლეთმა ღრმა შეშფოთება გამოხატოს? - ამ საკითხში ყველაფერში გეთანხმებით, რაც იმ „ლიბერასტს“ მიწერეთ, თუმცა არა ჩვენი ბიჭების ერაყსა და ავღანეთში მონაწილეობის თაობაზე. და რატომ - არამარტო დავითის დროს ვიბრძოდით ჩვენ უცხოელთა მხარდამხარ, ეგ მანამდეც იყო და მერეც (როგორც ვხედავთ ეხლაცაა:)), ვახტანგ გორგასლამდეც იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მისი პერიოდიდან რომ ავითვალოთ, ჩვენი მეომრები მუდმივად იმყოფებოდნენ იმდროინდელი მსოფლიოს იმავე „ცხელ წერტილებში“, ნებით თუ უნებლიედ. უარყოფითთან ერთად, ამას დადებითი მხარეც აქვს და აქედან შევხედოთ ამ საკითხს, ასე სჯობს. ჩვენ, ამჟამინდელი ენით რომ ვთქვათ, „თანამედროვე ტექნოლოგიებს“ ვითვისებდით იმავე პერიოდის დამყრობლებისგან მათ წინააღმდეგ ან მათთან ერთად ბრძოლით და ეხლაც ასე ჩავთვალოთ, იმასვე ვაკეთებთ - „ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო“, არა? თანაც, რამდენადაც ვიცი, ჯარში „ტაციაობაა“ ავღანეთში წასვლაზე, ფინანსური დაინტერესების გამო და არც ეს დაგვავ
2019, 10 თებერვალი, 21:07
მადლობა ;)
2019, 10 თებერვალი, 20:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5