მაკიაჟი და ვარცხნილობა 2019 წლის ულტრამოდური ფრანგული ვარცხნილობები 2019, 12 თებერვალი, 8:55 თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელისგულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ, ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.
ე.წ ფრანგული ვარცხნილობები ძალზე პოპულარულია მსოფლიოს ქალებში, ვინაიდან მისი მოკლე სტილი იმენად დახვეწილია, რომ მოვლისა და გასწორების გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უხდება ნებისმიერი სახის ტიპისა და ნებისმიერი ასაკის ქალს და რაც მთავარია, ძალიან ეკონომიურია - დაბანისას იხარჯება მცირე შამპუნი, სწრაფად შრება და დასწორებისა და მოვლის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება, როგორც უკვე აღვნიშნე. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ მოკლე ვარცხნილობა, სერიოზული განაცხადია, რადგან ის ხაზს უსვამს სახეს და კისერს, ამიტომ სანამ ამ სერიოზულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად არის თქვენი სახე და კისერი გამოსაკვეთი, ის (მოკლე ვარცხნილობა) ხომ ბევრს არ უხდება. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს, რომლებიც ძალზედ აქტუალურია 2019 წლის ვარცხნილობებში: ❀ ბობი ❀ ❀ კარე ❀ ❀ აჩეხილი ❀ ❀ გავროში ❀ ❀ გარსონი ❀ იხილეთ აგრეთვე: ● როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება) ● "გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი ● პროდუქტები, რომლებიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს ● 10 მითი თმაზე, რომლის დაჯერებაც დროა, შეწყვიტოთ (აუცილებლად გაითვალისწინეთ) ● ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ ● როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? მარტივი მეთოდი ● აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ! ● რატომ გვცვივა თმა? ● ნახეთ რა მარტივია იქონიოთ ბზინვარე და ჯანმრთელი თმა ● არაჩვეულებრივი ვარცხნილობები თქვენი ხელით სახლიდან გაუსვლელად (უამრავი ფოტოგაკვეთილი) გამოიყენეთ მხოლოდ მდოგვი და შაქარი და თქვენს თმას უბრალოდ ვერ იცნობთ 7578 12-ს მოსწონს
|