მსოფლიო მოვიდა დრო პირველებმა დავარტყათ რუსეთს- ამერიკელი ადმირალი 2019, 9 თებერვალი, 13:34 ამერიკის შეერთებული შტატებმა აშკარად აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სინამდვილეში ისინი დღეს ფაქტობრივად არიან აგრესორები. კერძოდ, აშშ-ს საზღვაო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რუსეთის ფედერაციაზე პირველი დარტყმის აუცილებლობაზე. აშშ-ის საზღვაო ძალების საზღვაო ოპერაციების მეთაურმა ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა ვაშინგტონს მოუწოდა რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ თავდასხმისკენ. ამის მიზეზი სავარაუდოდ, მოსკოვის მიერ აზოვის ზღვის დაბლოკვა არის, ასევე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსეთის საზღვაო ძალების ყოფნა. ამერიკელი ადმირალი მოითხოვს უფრო მეტი აგრესიის გამოხატვას რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის მიმართ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააძლიერა კონტროლი წყლის მაგისტრალებზე, ამერიკის შეერთებული შტატებმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო პირველებმა დაარტყან რუსეთს. რიჩარდსონმა მოუწოდა ვაშინგტონს, დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს მხოლოდ ადექვატური რეაგირება კი არა, არამედ დამსჯელი ქმედებები იქნება ზოგიერ რეგიონებზე! "მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შესანიშნავი, თუ ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ რუსები, ჩვენი კონკურენტები, რეაგირება მოახდინონ ჩვენს პირველ ნაბიჯებზე, დროდადრო, თამაში დაფის თეთრ მხარეს (ჭადრაკის დაფა) წარმოადგენს უპირატესობას."- განაცხადა რიჩარდსონმა ატლანტიკის საბჭოზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატებმა მსგავსი განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და მოსკოვი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გავიდნენ. ხელშეკრულების შეჩერებით მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე მსოფლიოს მასშტაბით წარმოიშვა. 1119 შეფასება არ არის
|