სალათები საკმაოდ ჯანსაღი და ნაკლებად მაღალკალორიული ქათმის და ანანასის უგემრიელესი სალათი 2019, 8 თებერვალი, 18:32 ანანასისა და ქათმის ფილესგან სხვადასხვა რეცეპტებს გვთავაზობენ გურმანები. სტატიაში კი ერთ - ერთ საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ. ქათმისა და ანანასის სალათა უფრო დახვეწილი და უფრო ტკბილია, მაგრამ საკმაოდ ჯანსაღი და ნაკლებად მაღალკალორიულ კერძად ითვლება.ყველაზე ხშირად კერძი შეიცავს მოხარშულ ქათმის ფილეს, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ შებოლილი ან შემწვარი ქათამი.შეგიძლიათ მას შეურიოთ ასევე სოკო, მოხარშული კვერცხი, კაკალი მოხალული და წვრილად დაჭრილი, ასევე სიმინდი და სხვა.კლასიკური ქაღმისა და ანანასის სალათი არის უმარტივესი, რომელიც როგორც სადღესასწაულო სუფრებზე, ასევე ყოველდღიური მაგიდისთვისაც გამოიყენოთ.რომელი ინგრედიენტებია საჭირო სალათის მოსამზადებლად?
ქათმის ფილე - 350 გრამი;
ანანასი - დაკონსერვებული 1 კოლოფი;
ქათმის კვერცხი - 3, 4 ცალი;
ნიგოზი - ერთი ჩაის ჭიქა; ყველი - 150 გრამი; სიმინდი - 1 კოლოფი. მარილი, მაიონეზი, სანელებლები გემოვნებით. როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი კერძი? საჭიროა პირველ რიგში მოვხარშოთ ქათმის ფილე. პარალელურად ვამზადებთ სხვა ინგრედიენტებს. გაციებულ ქათმის ფილებს ვჭრით პატარა ზომის ნაჭრებად, ანანასი დავჭრათ კუბიკებად და ვიწყებთ ფენა - ფენა ყველა პროდუქტის ეტაპობრივად დაწყობას. ანუ ჯერ ვალაგებთ ქათმის ფილეს, შემდეგ ვაწყობთ ზემოდან კუბიკებად დაჭრილ ანანასს, მარილს, სანელებლებს, წინასწარ მოხალულ წვრილად დაჭრილ ნიგოზს და ყველს ვაყრით თავზე, შემდეგ ისევ ქათმის ფილე და ანანასი და ბოლოს იგივე ინგრედიენტები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ბოლოს კი თავზე ვახეხავთ მოხარშული კვერცხის გულს.თითოეულ ფენას ნაზად უნდა დავასხათ მაიონეზი. 100 4-ს მოსწონს
|