მრეწველობა აიფონის გამომგონებელი, ბიზნეს გენია, ყველაზე ტრაგიკული ბავშვობით 2019, 7 თებერვალი, 21:00
წერტილების შეერთება მშობლების ძებნა სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან ფრანცისკოში დაიბადა. დაბადებისთანავე მასზე ორჯერ თქვეს უარი, ჯერ ბიოლოგიურმა მშობლებმა, შემდეგ შვილად აყვანისთვის შერჩეულმა წყვილმა. რომელიც გოგონას დაბადებას ელოდა“ თუმცა ბიჭი მოევლინა ქვეყანას. ერთ დღესაც პოლ და კლარა ჯობსების ოჯახში მოულოდნელი სატელეფონო ზარის ხმა გაისმა. უცნობმა ქალბატონმა მათ სპეციალური ( ბავშვთა გაშვილების) სამსახურის თანამშრომლად გააცნო თავი. და ჰკითხა, ხომ არ იშვილებდნენ თეთრკანიან ჯანმრთელ რამდენიმე დღის წინ დაბადებულ ბიჭუნას. პოლ ჯობსი და მისი მეუღლე პასუხზე არ დაფიქრებულან.
ასე იპოვა პატარამ მშობლები და გვარ-სახელი. რომელიც რამდენიმე წელიწადში მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ბიზნესმენის მამობილი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა და სან ფრანცისკოში ჩავიდა. ჩასვლისთანავე მეგობრებს სანაძლეო დაუდო, რომ 2 კვირაში მეორე ნახევარს იპოვიდა. კლარა აგოფიანი სომეხი ემიგრანტების ოჯახიდან იყო . პოლს თავი ტემპერამენტიანი ხასიათით შეაყვარა თავი.ახალგაზრდები გაცნობიდან 10 დღეში დაინიშნენ და პოლმაც სანაძლეო მოიგო. ქორწინება ბედნიერი გამოდგა 40 წელიწადს გასტანა. სტივ ჯობსის ბიოლოგიური დედა ჯუან შიბლე გერმანელი ემიგრანტების ოჯახიდან იყო . ხოლო მამა წარმოშობით სირიელი მულტიმილიონერის შვილი აბდულფატ ჯონ ჯანდალი გახლდათ. რომელიც იმ უნივერსიტეტში მუშაობდა სადაც ჯუანი მაგისტრატურაში სწავლობდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, ჯუანი დაფეხმძიმდა, ჯანდალი რომელიც 23 წლის იყო, დაქორწინებას არ აპირებდა. ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას შექმნილი ვითარების გამო მამა მემკვიდრეობის წართმევით ემუქრებოდა. ამიტომ გააშვილა ბავშვი. საბოლოოდ ახალდაბადებული ბავშვი პოლ ჯობსის ოჯახში აღმოჩნდა. პოლს საშუალო განათლებაც არ ჰქონდა, იგი მექანიკოსი იყო. მისი ცოლი კი რიგითი ბუღალტერი იყო.
ბავშვის გაშვილებიდან 1წლის შემდეგ წელიწადი არ იყო გასული, დაქორწინდნენ, და ქალიშვილი მონა შეეძინათ. კანონის თანახმად მათ გაშვილებული ბიჭის ადგილსამსამყოფელი არ გაუმხილეს. ცოლ მარი რამდენიმე წელიწადში ერთმანეთს დაშორდა. გავიდა კიდევ 20 წელი და ბოლოს და ბოლოს დედას და დას შეხვდა. მისი და მონა მწერალია. ის ერთერთ ინტერვიუში იხსენებს 6-7წლის ასაკში თანატოლმა გოგონამ როგორ უთხრა, რომ იგი მის ნამდვილ მშობლებს არ სჭირდებოდათ.“ თითქოს თავზე რაღაც დამეცა, ატირებული გავიქეცი სახლში. დიდხანს მაწყნარებდნენ მშობლები , შენ ჩვენი რჩეული ხარო. ამას ისე ამბობდნენ მე ბოლოსდაბოლოს დავიჯერე"
110 1-ს მოსწონს
|