x
image
მწერალი
Mediator image
ფრაქტალები
ფრაქტალი არის უსასრულო “თვითმსაგვსი" გეომეტრიული ფიგურა, რომლის ფრაგმენტი (სიმრავლის ნაწილი) “იმეორებს" სიმრავლის ფორმას უფრო მცირე მასშტაბით.


imageტერმინი ფრაქტალი შემოღებულია ბენუა მანდელბროტის მიერ 1975 წელს. ფრაქტალის რამოდენიმე განსაზღვრება არსებობს, ერთ-ერთი ზემოთ მიწერია, დანარჩენი გამოოიყურება შემდეგნაირად: ფრაქტალი არის არამთელი განზომილების “თვითმსგავსი სიმრავლე; ფრაქტალი არის სიმრავლე, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია არათანამკვეთი ქვესიმრავლეებით, რომლებიც საწყისი სიმრავლის მსგავსია.


image



















არსებობს ფრაქტალების სხვადასხვა კლასიფიკაციები: ალგებრული, გეომეტრიული, სტოქასტური, ბუნებრივი და ხელოვნური.


შევეცდები დავდო ამ კლასიფიკაციებიდან ყველას ამსახველი ფოტო რათა უკეთ გაერკვეთ როგორი სახისაა ისინი.


imageimage










ფრაქტალის შესწავლის დასაწყისად ალბათ ბუნებრივია მივიჩნიოთ მეცხრამეტე საუკუნე. ამ დროის მათემატიკოსები ცდილობდნენ შეესწავლათ გეომეტრიული ფრაქტალების სხვადასხვა კერძო შემთხვევა, თუმცა მაშინ ეს ტერმინი არც კი არსებობდა. ამ ობიქტებში მარტივი შესამჩნევი იყო ეგრეთწოდებული თვითმსაგავსება.



ეს არის ეგრეთწოდებული “სერპინსკის სამკუთხედი", ყოველი გვერდი გაყოფილია შუაზე და წერტილები შეერთებულია ერთმანეთთან, ამ ალგორითმით მიმდინარეობს ყოველი შემდეგი ბიჯი.


image



























შემდეგი სურათი წარმოადგნს “მანდელბროტის სიმრავლეს", ეს უკვე ალგებრული ფრაქტალის კლასიკური მაგალითია.


imageimage











სიმრავლე სიმეტრიულია მხოლოდ ნაწილობრივ, რაც უფრო ძლიერია კომპიუტერი მით უფრო დიდი სიზუსტის მიღწევაა შესაძლებელი, ეს კი უფრო დიდ საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ის თვითმსგავნება რომელიც ყოველი მომდევნო ბიჯის შემდეგ შეიმჩნევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სურათის რამდენიმე ათეულჯერ გადიდებისას მოიძებნება წერტილები რომლებიც სიმრავლიდან გადიან.


image




















აქამდე სურათებზე წარმოდგენილი ფრაქტალები გამოირჩევიან წარმოუდგენელი სიზუსტით, თუმცა არსებობს ბუნებრივი ფრაქტალები რომლებზეც იგივეს ვერ ვიტყვით.


image

























თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, რომ მხოლოდ ბოსტნეულის სახით არ არის ბუნებრივი ფრაქტალები გავრცელებული ბუნებაში, გაგიკვირდებათ და ბუნებრივი ფრაქტალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ღრუბელი.


ჯერჯერობით სულ ეს არის რისი მოძიებაც შევძელი ფრაქტალების შესახებ, შემდეგში შევეცდები უფრო მეტი მოვნახო და ფრაქტალების თემა უფრო მრავალფეროვნად გავაცნო ხალხს.









0
729
6-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0