x
image
თამილა გურაშვილი
ხუთი ვერსია: - როგორ და როდის მოვხვდით დედამიწაზე?

image
როდის და საიდან გამოჩნდა ადამიანი პლანეტა დედამიწაზე? სად არის ჩვენი სამშობლო?

პირველი თეორია. ჩვენ ვართ მარსიანელები. ბევრი მეცნიერი, დიდი ხანია დარვინის თეორიას შეცდომას უწოდებს. ვარაუდობენ, რომ მარსი ოდესღაც სიცოცხლისთვის გამოსადეგი იყო. მარსზე მეტეორიტის დაცემის შემდეგ, ჩვენი წინაპრები სასიცოცხლო პირობების არარსებობის გამო ვეღარ დარჩნენ პლანეტაზე და მათ მოუხდათ დედამიწაზე გადმოსვლა.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაადასტურეს, პლანეტა მარსი ჩვენთვის შესაფერისი იყო, ხოლო, პირობები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დედამიწაზე. გრავიტაცია მარსზე შესანიშნავია ჩვენი ორგანიზმისთვის


image



თეორია მეორე. დედამიწა ციხეა. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ჩვენი პლანეტა გალაქტიკაში პატიმართა კოლონია იყო. საინტერესო ვერსიაა, მაგრამ რატომ არ აგზავნიან პატიმრებს ახლა და რატომ მხოლოდ ადამიანის რასა დარჩა პლანეტაზე? მეცნიერები განმარტავენ, რომ დედამიწაზე მინიმუმ 3 ბირთვული აფეთქებები მოხდა პატიმრების ერთმანეთთან ბრძოლის დროს. ამის შემდეგ დედამიწა სიცოცხლისთვის გამოუსედაგარი გახდა მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ შეაჩერეს კრიმინალების გადმოსახლება. მხოლოდ ჩვენი სახეობა გადარჩა სასწაულებრივად და საბოლოოდ დასახლდა მთელს პლანეტაზე.


image


მესამე თეორია. ჩვენ ვართ მეცნიერების პროექტი. ჩვენ შეგვქმნეს გამოკვლევებისთვის. გვაკვირდებიან, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვიბრძვით ერთმანეთთან, ვიტანთ დაავადებებს. ისინი ასევე გვეხმარებიან გადარჩენაში. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენი პლანეტა სასწაულებრივად გადაურჩა უამრავ მეტეორიტს. მრავლაჯერ ვიყავით ეპიდემიის გამო გადაშენების ზღვარზე და ყოველ ჯერზე ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით.


image

მეოთხე თეორია. მონებად დაბადებულები ვართ.ამ ვერსიის თანახმად, უცხოელები წიაღისეულის მოპოვებისათვის ჩვენს პლანეტაზე ჩამოვიდნენ. იმ დროს, დედამიწა დასახლებული იყო ადამიანის მსგავსი მაიმუნებით, რომელთაც ქონდათ დაბალი დონე ინტელექტის. გენეტიკური ექსპერიმენტების დახმარებით მათ შექმნეს გონიერი ადამიანი, რათა მათ დახმარებოდნენ რესურსების მოპოვებაში. როცა უცხოპლანეტელებმა დედამიწა დატოვეს, ადამიანი გახდა თავისუფალი.


image


მეხუთე თეორია. ჩვენ ბოლო ცივილიზაცია ვართ სამყაროში. ეს ყველაზე სამწუხარო ვერსიაა სიაში. ამ ვერსიის თანახმად კოსმოსში ერთხელ დიდი ომი მოხდა სამყაროს ცივილიზაციებს შორის, ბოლოს მათ ერთმანეთი გაანადგურეს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ცივილიზაციის გადარჩენილები, რომლებიც ამ პლანეტაზე გადმოვიდნენ და სამუდამოდ აქ დარჩნენ. ეს ვერსია ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ შევხვდით აქამდე სხვა ცივილიზაციას სამყაროში.




0
733
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0