სხვა რისთვის არის სასარგებლო ნედლი კაკალი? + ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი მურაბის რეცეპტი 2019, 6 თებერვალი, 13:58 ![]() ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს რეკორდულ რაოდენობას, რაც უკვე ძველ, მაგარნაჭუჭიან კაკალში ნაკლებად არის. ასევე ნედლი კაკლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით იოდი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. ![]() გთავაზობთ კაკლის ნაყენის 4 უებარ რეცეპტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, თქვენ არა მხოლოდ დაივიწყებთ სეზონურ ვირუსებს, არამედ მოიხსნით კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ასევე გაიუმჯობესებთ მხედველობას. 4 რეცეპტი ნედლი კაკლისგან ნაყენების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 15 ივლისამდე მოგროვებული მწვანე, ნედლი კაკლები. ამის შემდეგ ქერქი გარქოვანდება და ნაყენისთვის ის აღარ გამოდგება. 1. ნედლი კაკლის ნაყენი მხედველობის გასაუმჯობესებლად ![]() აიღეთ 15 ცალი კაკალი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წრეებად. ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში. ცალკე ჭურჭელში 30 გრამი საფუარი გახსენით 2 ლიტრ თბილ, ანადუღარ წყალში, დაუმატეთ 1 კგ შაქარი და... იხილეთ რეცეპტი სრულად > > > 2. სპირტზე დამზადებული კაკლის ნაყენი კუჭ-ნაწლავისთვის ![]() აიღეთ 30 ცალი რბილი კაკალი, დაჭერით კუბიკებად და აავსეთ 3 ლიტრიანი ქილა. დაასხით 1 ლ სპირტი და დაახურეთ პლასტმასის თავსახური. დადგით ჭურჭელი მზიან ადგილას და 2 კვირაში გადაწურეთ. მიღებული ნაყენი... იხილეთ რეცეპტი სრულად > > > 3. ნედლი კაკლის მურაბა ფარისებრი ჯირკვლისთვის ![]() გაფცქვენით 1 კგ ნედლი კაკალი, დაასხით წყალი და გააჩერეთ მაცივარში 2 დღე. ყოველ 12-16 საათში გამოუცვალეთ წყალი, რათა სიმწარე გაუყვანოთ. ჩაასხით ქვაბში ან ჯამში 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში დამბალი კაკალი და დააყარეთ 800 გ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე. გადმოდგით მურაბა ცეცხლიდან და...იხილეთ რეცეპტი სრულად > > > 2435 3-ს მოსწონს
|