x
image
_K_
3-კითხვიანი ტესტი, რომელიც თქვენს ინტელექტის დონეს ერთ წუთში გამოავლენს
image

2005 წელს ფსიქოლოგმა შეინ ფრედერიკმა შექმნა ყველაზე მოკლე ტესტი ადამიანის ინტელექტის დასადგენად. ის მხოლოდ 3 კითხვისგან შედგება, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოთ. პასუხების შემოწმება თავადაც შეგიძლიათ.








კითხვები:

image

1. ტენისის ჩოგანი და ბურთი ერთად 1 დოლარი და 10 ცენტი ღირს. ტენისის ჩოგანი ბურთზე 1 დოლარით ძვირია. რა ღირს ბურთი?





2. 5 მანქანა 5 დეტალს 5 წუთში აწარმოებს. რამდენი წუთი დასჭირდება 100 მანქანას 100 დეტალის საწარმოებლად?




3. გუბურაში წყლის შროშნები იზრდება. ყოველ მომდევნო დღეს ისინი ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან. მთელი გუბურის დასაფარად შროშნებს 48 დღე სჭირდებათ. რამდენი დღე სჭირდებათ მათ გუბურის ნახევრის დასაფარად?

image

შეიდ ფრედერიკი იელის მენეჯმენტის სკოლის პროფესორია. ის სპეციალისტია კვლევების, რომლებიც ადამიანის გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. მას ნობელის პრემიის მფლობელ დანიელ კენმენთანაც კი უმუშავია. თავის გუნდთან ერთად ფრედერიკი დაახლოებით 1000 ადამიანს დააკვირდა, რომელთა ნაწილს ამერიკის უნივერსიტეტების სტუდენტები შეადგენდნენ.


ამ ხალხის უნარების შემოწმების გარდა, მეცნიერებმა მათ კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს და უთხრეს, რომ ინტერვიუსთვის ისინი 3400-დან 3800 დოლარამდე მიიღებდნენ. როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც ტესტში დაბალი ქულა მიიღეს, მოთმენაზე არ დათანხმდა და ამჯობინა, ნაკლები რაოდენობის თანხა აეღო. ისინი კი, ვინც მაღალი შეფასება დაიმსახურა, თანხის მიღების დროსაც ნებისყოფა გამოიჩინა და მეტი გამოიმუშავა.


ტესტის მთავარი აზრი ისაა, რომ ტვინში პირველად არასწორი პასუხები გაჩნდება: 100 ცენტი, 100 წუთი, 24 დღე. ეს პასუხები ხშირად იქნა გაცემული ინტუიციური აზროვნების ადამიანების მიერ; მათ კი, ვინც მეტად რაციონალური აზროვნებით გამოირჩეოდა, საშუალოდ უკეთესად უპასუხეს კითხვებს.








პასუხები:

image

1. პასუხია 5 ცენტი. თუ ბურთი 10 ცენტი ღირს, ჩოგანი 1 დოლარი და 10 ცენტი ეღირება, ამასთანავე ეს ფასი მათი საერთო ღირებულებაცაა.




2. პასუხია 5 წუთი. მანქანების რაოდენობა გავლენას არ ახდენს იმ დროის რაოდენობაზე, რაც ერთი დეტალის საწარმოებლადაა საჭირო.




3. პასუხია 47 დღე და არა - 24. თუ წყლის შროშნების რაოდენობა ყოველდღიურად ორმაგდება და მთელი გუბურის დასაფარად 48 დღეა საჭირო, მაშინ ლოგიკურია, რომ წყლის შროშნები წინა დღით გუბურის ნახევარს დაფარავდნენ.

imageროგორია თქვენი შედეგი? გაგვიზიარეთ❤








ასევე დაგაინტერესებთ:

0
621
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0