სხვა ყველაზე ეროტიკული რეკლამა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია +11 2019, 6 თებერვალი, 11:31 რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.
"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით, "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ. ![]() სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ, დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრან მომხმარებელის - "ჩვენი" ყურადღება და ზოგიერთი მათგანი ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. ერთ-ერთმა ამერიკულმა ტანსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ American Apparel-მ, რომელიც პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაიხსნა, გაკოტრების შესახებ საჯაროდ განაცხადა. American Apparel-ი ყოველთვის იყო გამორჩეული პროვოკაციული რეკლამებით, რის გამოც ხდებოდა კრიტიკის ეპიცენტრი, ხშირად სექსიზმში ბრალდებული. ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ჰყავს მომხმარებელი და ის სეზონის ახალი კოლექციითა და ყველაზე პიკანტური რეკლამებით კვლავაც აქტიურობს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: 3 ყველაზე სექსუალური და ლამაზი რეკლამა, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ ![]() ● შთამბეჭდავი სოციალური რეკლამები, რომლებიც დაგაფიქრებთ ![]() ● გენიალური დიზაინერების ყველაზე შედევრული რეკლამები, რომლებიც გაგაოცებთ ![]() ● უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამები ![]() ● ყველაზე შედევრული, თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამები ![]() ● ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთ ![]() 1206 10-ს მოსწონს
|