კულტურა ძირს ლიფი... 2012, 15 ივლისი, 12:38 როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ბიუსხალტერი ხელს უწყობს მკერდის კიბოს წარმოშობას.მკერდის კიბო კი 21 საუკუნის აქტუალური პრობლემაა.
ამერიკელები ძალიან შეაწუხა ბიუსხალტერის მარყუჟებმა და გადაწყვიტეს მის გარეშე წელიწადში ერთი დღე მაინც დაისვენონ. უკვე მეორედ აღინიშნა ამერიკაში “ნაციონალური დღე ბიუსჰალტერის გარეშე". აქციას ყველა სიამოვნებით შეუერთდა ზოგს კიბოს დარდი ჰქონდა, ზოგს უბრალოდ მკერდის გამოჩენა სურდა. აქციის მესვეურების გადაწყვეტილებით ეს დღესასწაული აუცილებლად ზაფხულში უნდა გამართულიყო და აუცილებლად 9 ივლისს.
აქციის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას მკერდის კიბოს შესახებ და ყველა ნასიამოვნები დატოვოს მონაწილე ქალბატონებიც და მაყურებელი მამაკაცებიც. ძნელი დასაჯერებელია რა შედეგს მოიტანს ასეთი აქცია კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა ესთეტიკურ სიამოვნებას კი კვლავაც ყველას მიანიჭებს. 684 6-ს მოსწონს
|