x
image
თამილა გურაშვილი
კავკასიელი მოსახლეობის ნათესავები ციმბირის მკვიდრნი და ინდიელები აღმოჩნდნენ
image
გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა საბინა რეინჰოლდის ხელმძღვანელობით ჩაატარა ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა გენომის ფართომასშტაბიანი შესწავლა და მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. აღმოჩნდა, რომ მათი ნათესავები ცხოვრობდნენ ამერიკაში, ციმბირში და სამხრეთ ევროპაში.

მკვლევარებისს აზრით, კავკასიის თანამედროვე ხალხთა პირველი წინაპრები აქ მოვიდნენ 5-8 ათასი წლის წინ. რეგიონი დიდი ხანი იყო გამსვლელი გზა - თანამედროვე ევროპელების წინაპრები და მრავალი სხვა ხალხი კავკასიის გავლით საუკუნეების მანძილზე მოგზაურობდნენ. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სისხლის აღრევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის გენომს შეეძლო ძალიან მრავალფეროვანი გამხდარიყო, მაგრამ ისინი შეცდნენ.

გამოცემა Nature Communications-ის კვლევები სხვა რამეზე მეტყველებს. 3-6 ათასი წლის წინ კავკასიაში მცხოვრები 45 ადამიანის ნაშთების შესწავლა ადასტურებს, რომ ადგილობრივები არ იყვნენ მიდრეკილნი სხვა ჯგუფებთან კავშირებში და ორიგინალურად დაიცვეს გენომი.

მაგალითად, მაიკოპის კულტურის წარმომადგენლების გენებში მოულოდნელად აღმოაჩინეს ნათესაური კავშირი ამერიკელ ინდიელებთან, ასევე, როგორც ჩრდილოეთ ციმბირისა და ევროპელი ხალხის წარმომადგენლებთან.


კავკასიის მკვიდრთა სხვა ნაწილის უახლოესი ნათესავები იყვნენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ცხოვრობენ თანამედროვე სირიის, ლიბანის, ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტისა და თურქეთის ტერიტორიაზე.

0
186
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0