საზოგადოება გარდაიცვალა რეპერი "შავი პრინცი" 2019, 5 თებერვალი, 12:29 ლეგენდარული რეპერი "შავი პრინცი", იგივე აკაკი ბაბუნაშვილი, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. აკაკის პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად, მას თირკმლებზე ჰქონდა პრობლემა და გარდაცვალების მიზეზადაც სწორედ თირკმლის შეტევას ასახელებენ. არტისტმა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, ის ქართული რეპინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი და ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი გახლდათ. აკაკი ბოლოს ტელეეკრანზე 3 თვის წინ, გადაცემაში "შუადღე ქუთაისში" გამოჩნდა, სადაც შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. 80 1-ს მოსწონს
|