x
image
Teklamaisuraze
როგორ ხდება შაქრის თვითკონტროლი, რით არის საშიში შაქრიანი დიაბეტი

ბევრს მიაჩნია, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის ეპიზოდური გაზომვა დიაბეტის სამართავად საკმარისია. ზოგიერთი კი გლუკოზას მაშინ იზომავს, როცა თავს შეუძლოდ გრძნობს. ამგვარი მიდგომა მიუღებელია. ყველა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას უშუალო კავშირი აქვს გლუკოზის კონტროლთან. დადგენილია, რომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია გლუკოზის თვითგაზომვა დღეში 4 ჯერ. მე 2 ე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 2-3 ჯერ.

image

image

ხოლო პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულთათვის 4-7 ჯერაც. უნდა იწარმოოს დღიური, სადაც აღნუსხავთ შაქრის გაზომვის შედეგებს. და მკურნალი ექიმი პერიოდულად უნდა ეცნობოდეს ჩანაწერებს.

რით არის საშიში შაქრიანი დიაბეტი

დაავადების მოგვიანებითი გართულებებიდან საშიშია ნერვული სისტემის, სისხლძარღვების დაზიანება და ათეროსკლეროზული ცვლილებები .

სისლძარღვები და ნერვები


დიაბეტი აზიანებს წვრილ სისხლძარღვებს და ნერვებს. ხშირია ადგილობრივი სისხლჩაქცევები. სისხლძარღვები და ნერვები ყველა ორგანოშია. ამიტომაც გამოჰყავს დიაბეტს მწყობრიდან მთელი ორგანიზმი. შაქრიანი დიაბეტი აქვეითებს გარეგანი ფაქტორებისადმი კანის მგრძნობელობას. ამიტომ პაციენტისთვის მსუბუქი ტრავმები შეუმჩნეველი რჩება. ხშირად პაციენტები ვერ გრძნობენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, ზოგჯერ ტკივილსაც.


image

ათეროსკლეროზი

შაქრიანი დიაბეტის დროს ათეროსკლეროზი გაცილებით ადვილად ვითარდება და მხედველობას აზიანებს. დიაბეტიანებს ყველაზე ხშირად ემართებათ კატარაქტა და გლაუკომა .

image

0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0